საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პოლონეთში ვაჟთა და ქალთა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პოლონეთში ვაჟთა და ქალთა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პოლონეთში ვაჟთა და ქალთა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიის ნაკრებს სძლიეს და პირველად გახდნენ ევროპული თამაშების გამარჯვებულები.
საქართველოს ნაკრები, მართალია, მაისში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, მაგრამ ევროპულ თამაშებზე განთესილთა შორის მაინც არ იყო. მიუხედავად ამისა, ქართველი ძიუდოისტები თავიდანვე გამარჯვებისთვის იყვნენ განწყობილნი. შეჯიბრებაში სულ 22 გუნდი მონაწილეობდა. კენჭისყრის მიხედვით საქართველოს ნაკრებს პირველ წრეში დასვენება მოუწია. პირველი შეეხვედრა კი მერვედფინალში ხორვატიასთან ჩაატარა და 4-1 დაამარცხა. მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა ასეთივე ანგარიშით სძლიეს თურქეთის ნაკრებს. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა ნახევარფინალი იტალიასთან, სადაც ძირითადი შეხვედრების შემდეგ ანგარიში 3-3 იყო და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ორთაბრძოლის ჩატარება გახდა საჭირო. აქ გურამ თუშიშვილმა საქართველოს ნაკრებს ფინალის საგზური მოუტანა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა დამაჯერებლად 4-1 დაამარცხეს გერმანია.
ყველა შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ერთი შემადგენლობით იასპარეზა:
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი;
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი;
-70კგ - ეთერ ასკილაშვილი;
-90კგ - ლაშა ბექაური;
+70კგ - სოფიო სომხიშვილი;
+90კგ - გურამ თუშიშვილი.
ნაკრების შემადგენლობაში ასევე იყვნენ გიორგი ტერაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და გელა ზაალიშვილი.
ევროპული თამაშები სულ მესამე ჩატარდა. პირველ თამაშებზე 2015 წელს ბაქოში საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მომდევნო თამაშებზე 2019 წელს მინსკში ძიუდოს გუნდური შეჯიბრების ფორმატი შეიცვალა, ანუ შეჯიბრება ტარდებოდა ვაჟთა და ქალთა შერეულ გუნდებს შორის. აქ საქართველოს ნაკრებს არ უასპარეზია. წლეულს კი კრაკოვში პირველსავე ცდაზე ქართველი ძიუდოისტები ევროპული თამაშების გამარჯვებულები გახდნენ. ამავე დროს, შეჯიბრება ევროპის გუნდური ჩემპიონატის სტატუსსაც ატარებდა და შესაბამისად, მედალოსნებს 2 მედალი გადაეცათ, როგორც ევროპული თამაშების, ასევე ევროპის ჩემპიონატის. საქართველოს ნაკრები ისტორიაში მეთერთმეტედ გახდა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედლები იტალიამ და ნიდერლანდებმა მოიპოვეს.
წყარო: Georgian Judo Federation - საქართველოს ძიუდოს ფედერაცია
Like
Dislike
Love
Angry
Sad
Funny
Wow
🇨🇾🏴 ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მოახლოებული მატჩებისთვის!
ივნისი 02, 2023
კომენტარები 0