ზურაბ საკანდელიძეს FIBA-ს კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ
ზურაბ საკანდელიძეს FIBA-ს კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ
FIBA-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიო კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სპორტული მიღწევების გამო, ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელ, ზურაბ საკანდელიძეს, FIBA-ს კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანენ! შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მცველი XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972 მიუხენი), XIX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1968, მეხიკო), მსოფლიოს ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1970), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 1967, 1969, 1971) და მესამე პრიზიორი (1973), სსრკ თასის მფლობელი (1969), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო მცველი (1967), კონტინენტის სიმბოლური ნაკრების წევრი (1967), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1967) და მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გახლდათ!
წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation
Like
Dislike
Love
Angry
Sad
Funny
Wow
🇨🇾🏴 ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მოახლოებული მატჩებისთვის!
ივნისი 02, 2023
კომენტარები 0