31 მაისი, ბუდაპეშტი "პუშკაშ არენა", სევილია - რომა
31 მაისი, ბუდაპეშტი "პუშკაშ არენა", სევილია - რომა
დღეს ბუდაპეშტი ევროპა ლიგის ფინალს უმასპინძლებს, პუშკაშ არენაზე 67 000 მაყურებლის წინაშე სევილია - რომას დაუპირისპირდება.
სევილია ტურნირის ფავორიტია, კლუბისთვის მეშვიდე ფინალია და წინა ევქსი მოგებული აქვს, რაც ტურნირის საუკეთესო შედეგია.
რომა წინა წლის კონფერენს ლიგის გამარჯვებულია და ევროპა ლიგის ფინალს მეორედ ითამაშებს, პირველი 1990/91 წლის სეზონში ითამაშა და დამარცხდა მილანის ინტერთან.
რომა გამარჯვების შემთხვევაში. მოურინიო შეიძლება გახდეს პირველი მწვრთნელ, რომელმაც ტურნირი მოიგო სამი სხვა და სხვა კლუბით.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ჟოზე ევროტუნირის ფინალში ხუთჯერ გავიდა და ხუთივე მოიგო.
სავარაუდო შემადგენლობები:
სევილია (4-2-3-1): ბონო, ნავასი, ბალდე, გუდელი, ტელეში, რაკიტიჩი, ფენანდო, ოკამპოსი, ტორესი, ხილი, ელ ნესირი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
რომა (3-4-2-1): რუი პატრისიო, მანჩინი, სმოლინგი, იბანიესი, ჩელიკი, კრისტანტე, მატიჩი, სპინაცოლა, პელეგრინი. ელ შაარავი, აბრაჰამი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
მატჩი თბილისის დროით 23:00 დაიწყება.
Like
Dislike
Love
Angry
Sad
Funny
Wow
🇨🇾🏴 ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მოახლოებული მატჩებისთვის!
ივნისი 02, 2023
კომენტარები 0