დღეს ახალი ისტორია ერთად დავწერეთ ! საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია !
დღეს ახალი ისტორია ერთად დავწერეთ ! საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია !
ჯგუფში პირველი ადგილი და მეოთხედფინალის ისტორიული საგზური ჩვენია !
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში რამაზ სვანაძის გუნდმა ნიდერლანდებთან მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა და 5 ქულით A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
ნიდერლანდებთან მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა. ნიდერლანდელებმა ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთებზე, კენეთ ტეილორის დარტყმით გაათანაბრეს.
მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. პარალელურად, მესხის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ბელგიას 2:1 სძლია და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
რამაზ სვანაძე: "გილოცავთ ამ ისტორიულ შედეგს. პირველ ევროპის ჩემპიონატზე, მასპინძლის რანგში და ურთულეს ჯგუფში მოვახერხეთ ¼-ფინალში პირველი ადგილით გასვლა. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, ძალიან დიდ და მაგარ გუნდის პერსონალს და თითოეულ გულშემატკივარს. ისინი ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყვნენ.
ურთულესი პირველი ტაიმი იყო. ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებმა ვერ დაძლიეს ჯგუფურ ეტაპი, ვთვლი, რომ საუკეთესო გუნდი იყო ჩვენს ჯგუფში, რაც მოედანზეც გამოჩნდა. დღევანდელ შეხვედრაში თავი იჩინა ფიზიკურმა და ემოციურმა დაღლილობამ. მიუხედავად ამისა, ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერს გაუძლებს და სწორედ აქ გამოჩნდა ჩვენი მენტალური მხარე. ეს არის თაობა, რომელსაც ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია და გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს ამ თაობის იმედი. ახლა ოთხი დღე გვაქვს ძალების აღსადგენად. ჩვენი უპირველესი მიზანი სწორედ ეს არის.
საერთო ჯამში, ვიმსახურებდით ¼-ფინალში გასვლას. ურთულესი საქმეა ასეთ ჯგუფში პირველი ადგილით გახვიდე. შედეგი ლოგიკურია, ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ძალიან ლამაზი ისტორია დავწერეთ, თუმცა არასდროს ვიხედებით უკან. ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებაზე ვითამაშებთ. ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა ოცნებაა და ყველაფერს გავაკეთებთ ამ საგზურის მოსაპოვებლად.
ამ თაობასთან თითქმის 5 წელია მუშაობ. ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო ჩატარდა, რომელიც ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავდა. ახლა სწორედ ამ შრომის შედეგებს ვიმკით. მთავარი პრინციპი, რომლითაც 21-წლამდე და ასაკობრივ გუნდებში ვხელმძღვანელობთ, არის სამართლიანობა და ასე ვაპირებთ გაგრძელებას."
ზურიკო დავითაშვილი: "ძალიან რთულ ჯგუფში მოგვიწია თამაში. ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ პირველ ადგილზე გავიდოდით, თუმცა ჩვენ გვჯეროდა. მადლობა ყველას ასეთი გარემოსთვის. რთული პირველი ტაიმი იყო, მაგრამ ვიპოვეთ ძალები და გადავლახეთ სირთულეები. ახლა, ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და ¼-ფინალში, ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
ასეთი დონის ტურნირზე არანაირი განსხვავება არ არის ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებში თამაშს შორის. როგორც ეროვნულ ნაკრებში აღნიშვნავ გოლს, იგივე ემოცია მაქვს ახალგაზრდულ გუნდში. ბავშვობიდან მოვდივარ ამ ბიჭებთან ერთად, ეს ჩემი ოჯახია. მართალია, ბოლო წლებში არ ვყოფილვარ გუნდთან ერთად, თუმცა მათ ამ გზაზე ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს და ეს ნათლად ჩანს სტადიონზე."
დასწრების ახალი რეკორდი!
წყარო: ეროვნული ნაკრები
Like
Dislike
Love
Angry
Sad
Funny
Wow
🇨🇾🏴 ეროვნული ნაკრების შემადგენლობა მოახლოებული მატჩებისთვის!
ივნისი 02, 2023
კომენტარები 0