რონალდო ალაპარაკდა , ვის გამო დატოვა მან მადრიდული კლუბი ცნობილია
1 180 0 2018-12-06
image
კრიშტიანუ რონალდუმ France Football-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მადრიდის "რეალიდან" წასვლის მიზეზებზეც ისაუბრა...

"რეალში" ბევრი კარგი რამ გავაკეთე. ყოველთვის მემახსოვრება მომენტები, რომლებიც ამ კლუბში განვიცადე, მაგრამ ბოლო პერიოდში ფლორენტინო პერესი ჩემში მხოლოდ ფულის გამომუშავების წყაროს ხედავდა. მას ზუსტად ვიცნობ. ფლორენტინო ყოველთვის უგულოდ მესაუბრებოდა. მისი ჩემდამი ურთიერთბა შეიცვალა, ამას ვგრძნობდი. ურთიერთობა ისეთი არ იყო, როგორიც 5 წლის წინ. პერესი ჩემში შეუცვლელ ფეხბურთელს აღარ ხედავდა. სწორედ ამან დამაფიქრა "რეალიდან" წასვლაზე. როცა პირველი ჭორები გაჩნდა, დავინახე, რომ პერესი ჩემს შენარჩუნებას არ ცდილობდა".

"ჩემი სურვილები რომ ფულთან კავშირში ყოფილიყო, ჩინეთში გადავბარგდებოდი, სადაც ხუთჯერ მეტი ანაზღაურება მექნებოდა, ვიდრე "იუვენტუსში" ან "რეალში". იტალიაში იმდენივე ხელფასს ვიღებ, რამდენსაც ესპანეთში ვიღებდი, თუ ნაკლებს არა. განსხვავება იმაშია, რომ "იუვენტუსს" ნამდვილად ვჭირდებოდი. ეს მაგრძნობინეს. ჩემი წასვლის მიზეზი ზიდანის წასვლა არ ყოფილა. მე "რეალი" პერესის გამო დავტოვე" - განაცხადა რონალდუმ.


шаблоны для dle 11.2
გამოქვეყნდა 6-12-2018, 18:39
Image