კაკა: "არ მიყვარს, როცა მე და პაკეტას ერთმანეთს გვადარებენ"
257 0 2019-03-17
image
მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ, პრესასთან ინტერვიუში ისაუბრა გატუზოს მოღვაწეობაზე, "როსონერის" ახალწვეულებზე და გუნდის ამამინდელ მდგობარეობაზე.

"სამწუხაროდ, "მილანს" ჯერ კიდევ ბევრი უკლია "იუვენტუსამდე", მაგრამ მე მომწონს ტემპი, რომლითაც გუნდი ვითარდება. სატრანსფერო ფანჯარაზე, ლეონარდოსა და მალდინის დამსახურებით, გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთელები შეიძინა."

"როსონერის" განვითარებაში ლომის წვლილი მიუძღვის ასევე ჯენარო გატუზოსაც, რომელმაც თითქმის განადგურებული გუნდი ფეხზე წამოაყენა და მე, როგორც "შავ-წითლების" დიდი გულშემატკივარი, მისი სამსახურით კმაყოფილი ვარ. იგი დაკავშირებულია ამ "მილანთან"და ყოველთვის თვლიდა ცხოვრების ნაწილად."

"პიონტეკი? ის შემდგარი ბომბარდირია. ყოველთვის მაკვირვებს ის ფატი, რომ ის ყოველთვის საჭირო დროს და საჭირო ადგილას იმყოფება. მისი შეძენით გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა."

"პაკეტა? ვთვლი, რომ პერსპექტიული ფეხბურთელია. მისი თამაშიც გუნდზე კარგად აისახება, მაგრამ ვიმეორებ, რომ არ მიყვარს როდესაც ჩვენ ერთმანეთს გვადარებენ, . ეჭვიც არ მეპარება, რომ ლუკასიც მოახერხებს ოქროს ასოებით დაწეროს "მილანის" ისტორია, როგორც ოდესღაც ეს მე ვქენი, მაგრამ ყოველ მოთამაშეს საკუთარი სტილი გააჩნია და ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება."- განაცხადა რიკარდო კაკამ "La Gazzetta dello Sport"- თან ინტერვიუში.
шаблоны для dle 11.2
გამოქვეყნდა 17-03-2019, 21:27
Image