მესი და რონალდო MLS-ში?
410 0 2019-03-17
image
დევიდ ბექჰემა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ მის საკუთრებაში არსებულ მაიამის ინტერში ითამაშონ. 

– არასდროს იცი ფეხბურთში რა მოხდება. ყველას აქვს სასურველი ფეხბურთელების სია და ყველა მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ რა დონეზე თამაშობენ 31 წლის მესი და 34 წლის რონალდუ. ამ ასაკშიც კი, როდესაც სხვებისთვის კარიერის ბოლო წლები იწყება, ისინი მსოფლიოში საუკეთესონი არიან, – აღნიშნა ინგლისელმა. 

შეგახსენებთ, ბექჰემის გუნდი MLS-ში 2020 წელს დაიწყებს ასპარეზობას. მანამდე კი, სტადიონის მშენებლობა და გუნდის შემადგენლობის ჩამოყალიბება უნდა მოესწროს. 
шаблоны для dle 11.2
გამოქვეყნდა 17-03-2019, 20:12
Image