ვეინალდუმი : მომენტებს ყოველთვის ვქმნით
97 0 2019-03-15
image
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "ლივერპული" გასვლაზე მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა.

მერსისაიდელებმა მეტოქე 1:3 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვეს. მოგვიანებით განვლილ შეხვედრასა და მომავალ მეტოქეზე კომენტარი "ლივერპულის" ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა გააკეთა :

"კარგი მატჩი იყო, ჩვენ "ბაიერნი" გასვლაზე გადავმარცხეთ, ეს კი ნამდვილად რთული საქმეა. ვთვლი, რომ წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. 

პირველი შეხვედრის შემდეგ ბევრი თვლიდა, რომ 0:0 არ იყო კარგი ანგარიში, მაგრამ ჩვენ თავს კარგად ვგრძნობდით, რადგან გოლი არ გავუშვით. ვიცოდით, რომ ჩვენი თამაშის სტილით მომენტების შექმნას ყოველთვის შევძლებდით. გვჯეროდა, რომ გოლის გატანის შანსი აუცილებლად გვექნებოდა.

აქ სასურველი შედეგის მიღწევა ბევრ გუნდს უჭირს. ჩვენ კი ეს შევძელით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება შემდეგი მეტოქე. უბრალოდ, ვნახოთ რა მოხდება..."

შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალების წილისყრა ხვალ გაიმართება.
шаблоны для dle 11.2
გამოქვეყნდა 15-03-2019, 00:58
Image