მაურიციო სარიმ აზარის რეალში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
332 +1 2019-03-14
image
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, მაურისიო სარი, კლუბის ბელგიელ თავდამსხმელზე, ედენ აზარზე საუბრობს:

"შესაძლო ტრანსფერი მადრიდში ? ამის შესახებ თავად ედენს უნდა ესაუბროთ, მასთან "რეალში" გადასვლასთან დაკავშირებით საუბარი, ჯერ-ჯერობით არ მქონია."

"ამ თემაზე ჩემი მოსაზრება კარგად იცით, არ ვნერვიულობ და თავს კარგად ვგრძნობ. გუნდში მხოლოდ ისეთი მოთამაშეები მსურს, რომლებიც არა ახალ კლუბში გადაბარგებაზე, არამედ "ჩელსისთან" ერთად წარმატების მიღწევაზე ფიქრობენ."

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატები" ევროპის ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, 14 მარტს, თბილისის დროით 23:45 წუთზე, კიევის "დინამოს" დაუპირისპირდებიან.
шаблоны для dle 11.2
გამოქვეყნდა 14-03-2019, 19:38
Image