''მადრიდში ჩემთან რონალდუს აგენტი მოვიდა", - როგორ შედგა კრიშტიანუს ტრანსფერი იუვენტუსში?
392 +1 2019-02-13
image
"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ აწარმოებდა მოლაპარაკებებს თავდმასხმელ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გასულ ზაფხულს შეუერთდა "იუვეს" "რეალიდან".

"როცა მადრიდში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ვთამაშობდით, ჩემთან რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში მოვიდა", - ციტირებს პარატიჩის სიტყვებს Gazzetta dello Sport.

"ჩვეულებრივ ვსაუბრობდით. და ვუთხარი: "კრიშტიანუს წარმოუდგენელი გოლები გააქვს". შემომხედა და მიპასუხა: "არ დაიჯერებთ, მაგრამ რონალდუმ თქვა, რომ თუ "რეალიდან" წავა, მაშინ "იუვენტუსში" გადასვლა სურს". ეს ისეთი უჩვეულო არ არის, როგორიც ჩანს. მერე დავილაპარაკოთ".

"ვიფიქრე, ეს ხუმრობა იყო. შემდეგ მენდეშს აეროპორტში შევხვდი, რათა კანსელოს ტრანსფერი განგვეხილა, რასაც დიდი დრო დასჭირდა. მენდეშმა მაცნობა, რომ სერიოზულად იყო განწყობილი, რონალდუზე საუბარი დაიმახსოვრა. თქვა, რომ კრიშტიანუ მადრიდიდან მიდიოდა. თქვა, რომ რონალდუ "ემიუში", "რეალში" თამაშობდა, მხოლოდ დიდებულ გუნდებში, რომელთა რიგებშიც ტიტულები მოიგო".

"მან აგრეთვე აღნიშნა, რომ კრიშტიანუს იტალიაში არ ჰქონდა ნათამაშები, ამიტომაც "იუვენტუსში" გადასვლა სურდა, რათა იქ ტიტულები მოეგო".

"ჟორჟემ თქვა: "აი ასეთია ხელფასი, აი ასეთია ტრანსფერის ღირებულება". მას რამდენიმე დღით დაცდა ვთხოვე, დასაფიქრებლად", - დასძინა "ბებერი ქალბატონის" დირექტორმა.шаблоны для dle 11.2
გამოქვეყნდა 13-02-2019, 00:04
Image