დამალული წაგება თუ გადადებული თამაში? - გუშინდელი მატჩი, რომელზეც არაფერი ვიცით
134 0 2019-02-12
image
 გუშინ, თურქულ შეკრებაზე წასულმა გორის "დილამ" ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ყაზახური "აკჟაიკი" 2:0 დაამარცხა.

პირველი გოლი ალვინ ფორტესმა გაიტანა, ბოლო წუთებზე კი შეხვედრას საბოლოო წერტილი ტიტოვმა დაუსვა.

არადა, წინა დღით, "დილამ" დააანონსა, რომ კლუბი პირველ ამხანაგურ შეხვედრას "ატირაუსთან" გამართავდა.

თამაშის დღეს, კლუბმა გვამცნო, რომ მატჩი ვერ ჩატარდა. მიზეზი უცნობია.

ფოტო-ანონსი, სადაც ნაჩვენებია, რომ "ატირაუსთან" მატჩი 11 თებერვალს იყო დაგეგმილი

  პოსტი, სადაც გვატყობინებენ, რომ "ატირაუსთან" მატჩი გაუქმდა
საქმე იმაშია, რომ გულშემატკივარმა "ატირაუსთან" მატჩზე არაფერი იცის, რადგან "დილას" თქმით, შეხვედრა გაუქმდა და სპარინგი სხვა გუნდთან დაიგეგმა, რომელსაც "დილამ" 2:0 მოუგო.

ისიც უნდა ითქვას, რომ თამაშის გაუქმების შესახებ ინფორმაცია მაშინ გავრცელდა, როცა მატჩი უკვე დასრულებული და წაგებული იყო.

ცნობილია, რომ შემდეგ მატჩს ქართული კლუბი 14 თებერვალს, "დნიპროსთან" გამართავს.шаблоны для dle 11.2
გამოქვეყნდა 12-02-2019, 19:28
Image