მარსელო იუვენტუსში? - ბრაზილიელმა ყველაფერს ფარდა ახადა
981 +2 2019-02-12
image
 მარსელოს თქმით, "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლაზე გავრცელებული ცნობები ჭორებია.

 ბრაზილიელმა ისიც დაამატა, რომ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს ტურინულ გრანდში გადაბარგებაზე "ლივერპულთან" (3:1) ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული ფინალური შეხვედრის წინ გაიგო.

"რეალის" ფეხბურთელი ვარ, მოქმედი კონტრაქტი მაქვს", - ციტირებს მარსელოს სიტყვებს Esporte Interativo. 

"არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ჭორები. მოლაპარაკებებზე ვისაუბრებდი, ნამდვილად რომ ყოფილიყო".

"რონალდუს წასვლა? "ლივერპულთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ვემზადებოდით და მითხრა: "მივდივარ". დიახ, ეს მატჩის წინ მითხრა", - დასძინა ბრაზილიელმა.

шаблоны для dle 11.2
გამოქვეყნდა 12-02-2019, 01:16
Image