"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ
791 0 2019-02-11
image
ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში "სიტიმ" "ჩელსის" უმასპინძლა და 6:0 გაანადგურა.

tech2.org წერს, რომ მატჩის შემდეგ ლონდონელთა კატასტროფული მდგომარეობა იყო და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

საინტერესოა, რომ დაპირისპირება კლუბში ახლად მისულ გონსალო იგუაინსა და მცველ დავიდ ლუიზს შორის შედგა.
"პიპიტა" გოლების უმეტესობას ბრაზიელს აბრალებდა, მან კი იგუაინს ფულის მონა და ღორი უწოდა, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურშიც გადაიზარდა.
გამოცემა ასევე წერს, რომ "ჩელსიმ" შესაძლოა ხვალ მაურისიო სარის გადაყენების შესახებაც იუწყოს.
შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატები" აქამდე პრემიერ ლიგაში მსგავსი სხვაობით არ დამარცხებულან.
шаблоны для dle 11.2
გამოქვეყნდა 11-02-2019, 14:59
Image