იუვენტუსი დიბალას შემცვლელად 2 სუპერ ვარსკვლავს განიხილავს
87 0 2019-02-10
image
ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელები პაულო დიბალას ალტერნატიულ შემცვლელს ეძებენ არგენტინელი ფეხბურთელის წასვლის შემთხვევაში, იტყობინება იტალიური გამოცემა - Tuttosport.
 
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი მოთამაშის დამატებით მადრიდის რეალია დაინტერესებული. იუვენტუსი კი დიბალას შემცვლელად ხამეს როდრიგესს და ისკოს მოიაზრებს, რომლებიც "სამეფო კლუბის" ღირსებას იცავენ.
 
კოლუმბიელ ფეხბურთელს ბაიერნში დარჩენა ნიკო კოვაჩთან კონფლიქტის გამო არ სურს, ხოლო ისკო ალარკონი რეალში თავისი სათამაშო პრაქტიკით უკმაყოფილოა და სხვა გუნდში გადასვლა სურს.
 
25 წლის პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონში იუვენტუსის მაისურით 27 მატჩი ჩატარა, რომლებშიც 7 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
 шаблоны для dle 11.2
გამოქვეყნდა 10-02-2019, 23:52
Image