როგორ აღწერეს გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ პრესაში

როგორ აღწერეს გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ პრესაში

0 2018-12-21
როგორ აღწერეს გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ პრესაში
"მე ახლა უფრო დიდი მიზანი მაქვს, ვიდრე ადრე იყო" - მორცხვი, ნამდვილი მარგალიტი და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე გიორგი ჩაკვეტაძის პორტრეტი
ბელგიურმა საიტმა nieuwsblad.be საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ამომავალი ვარსკვლავის გიორგი ჩაკვეტაძის პორტრეტი გამოაქვეყნა.
მასალა საკმაოდ საინტერესოა და გირჩევთ, ბოლომდე გაეცნოთ.
"მიეცით 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეს ბურთი და მისი გაჩერება შეუძლებელი იქნება. მოედანს მიღმა ის მოკრძალებული მოზარდია, რომელსაც გვერდით ნაცნობი სახეები სჭირდება, რათა თავი კარგად იგრძნოს.
"გენტმა" მისი სახით ნამდვილი მარგალიტი დაიმატა. ერთი წლის წინ ის ყველა სურათზე უკან იყო, ახლა კი პირიქითაა.
ეს არ არის კლასიკური ინტერვიუ. ჩვენ ჩაკვეტაძეს სახლში ვეწვიეთ, რომელიც გენტის გარეუბანში მდებარეობს.
მისაღებში სტუმრები გვეგებებიან და ხელს გვართმევენ. გიორგი ძმასთან, ომართან ერთად არის, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს. ომარი საქართველოში ქართულ ხალხურ ცეკვებს ცეკვავდა. მათ კიდევ ერთი ძმა, ირაკლი ჰყავთ.
მათთან ერთად კიდევ ერთი ქართველი გიორგი ქვილითაია იმყოფება, რომელიც ასევე "გენტში" თამაშობს, თუმცა ამჟამად ტრავმირებულია.
ინგლისურის გაკვეთილი
გიორგის ინგლისურს პატრიკ ლიპსის მეუღლე ასწავლის. ის ჩაკვეტაძისთვის დედასავით არის. მასთან ერთად ათვალერებს ქალაქს, კითხულობს გაზეთს და მოუწოდებს, ინგლისურად ისაუბროს.
"მიდი გიორგი შენ შეგიძლია ისაუბრო ინგლისურად!"
ჩაკვეტაძეს ახლა შეუსრულდა 19 წელი, მაგრამ გუნდში კაპიტნის მერე ყველაზე მეტს თამაშობს. მისი მთავარი უპირატესობა ეფექტურობაა. 16 ოქტომბრის შემდეგ მას 5 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 4 "გენტის" შემადგენლობაში, მაგრამ ყაზახეთის წინააღმდეგ გატანილი გოლი მისთის განსაკუთრებული იყო და მას თავდაჯერებულობა შემატა.
"მე ახლა უფრო დიდი მიზანი მაქვს, ვიდრე ადრე იყო", - ამბობს ჩაკვეტაძე.
გიორგიმ ახლა ინგლისური უფრო კარგად იცის, ვიდრე ეს "გენტში" ჩამოსვლამდე იყო. მას შეკითხვის გადათარგმნა არ ესაჭიროება, თუმცა როდესაც საქმე საუბარზე მიდის, "ჩაკი" 6 წლის მორცხვ ბავშვს ემსგავსება.
"გიორგი ნამდვილი პერფექციონისტია. მას შეცდომების დაშვების ეშინია, თუმცა მე ვეუბნები, რომ ამაში საშინელი არაფერი არ არის. ის სამაგალითო მოსწავლეა.
მასთან კვირაში ორჯერ მოვდივარ და ინგლისურს ვასწავლი. როდესაც ტესტებს აკეთებს და 40-დან 38 ქულას იღებს, ძალიან იმედგაცრუებულია. ჩაკვეტაძეს სურს ყოველთვის მაქსიმუმს მიაღწიოს", - ამბობს ინგლისურის მასწავლებელი.
"ჩემი აქ ყოფნა გიორგისთვის წყევლაც არის და დალოცვაც. დედაჩემი ახლა აქ ცხოვრობს და გიორგი ხშირად მოდის ჩვენთან საჭმელად, მას შეუძლია მენდოს და თუ მწვრთნელს მასთან საუბარი უნდა, მე ყოველთის იქ ვარ, მაგრამ ის ისედაც ყველაფერს იგებს", - ამბობს გიორგი ქვილითაია.
გიორგის დედა სამჯერ იყო ჩამოსული ბელგიაში და მალე ისევ ჩამოვა, ამჯერად მამასთან ერთად. გიორგის ნაცნობი სახეები სჭირდება გარშემო, თუ ჯგუფურ 1 წლის წინ გადაღებულ ფოტოებს შეხედავთ ნახავთ, რომ გიორგი ყოველთვის უკან დგას, მაგრამ ახლა ის სულ წინ დგება.
"ჩაკვეტაძეს ნამდვილი გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. არ აქვს მნიშვნელობა კარტს ვთამაშობთ თუ ბოულინგს, ის მანამდე არ დაგანებებს თავს, ვიდრე მომგებიან პოზიციაში თავად არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გიორგი ცუდ განწყობაზე დგება", - ამბობს ქვილითაია.
ჩაკვეტაძე ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს იცინის.
"ტაქტიკური წვრთნის დროს მწვრთნელმა გიორგის რაღაც ჰკითხა, მაგრამ მან ვერ უპასუხა და მხოლოდ "ეუჰ" "უჰ" უთხრა. ამის შემდეგ, როდესაც ის რამეს შემეკითხება, მეც ამ გამოთქმით ვპასუხობ და შემდეგ ბევრს ვიცინით", - ამბობს "გენტის" ფეხბურთელი ბრეჩტ დეიაგერი.
მიეცით "ჩაკს" ბურთი და ის გაიბრწყინებს! ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან ყაზახეთის ნაკრებში კარში კრიშტიანო რონალდოს მსგავსი ბურთი უკვე გაიტანა. მან პორტუგალიელის მსგავსად მე-7 ნომერი ამოირჩია.
"გიორგი 19 წლის მხოლოდ აგვისტოს ბოლოს გახდა, თუმცა მოედანზე ის ნამდვილი გამოცდილი და ბრძენი ფეხბურთელივით გამოიყურება", - ამბობს ქვილითაია.
ამბობენ, რომ ჰეინ ვანჰეზბრუკს ("გენტის" ყოფილი მწვრთნელი) მისი არ ჯეროდა, მაგრამ სკაუტმა როჯერ ჰენროტაიმ დაარწმუნა "გენტის" გენერალური მენეჯერი ეყიდა ჩაკვეტაძე.
როდესაც მწვრთნელმა გაიგო რომ ჩაკვეტაძეში "ბაიერნი" 6 მილიონს იხდიდა თქვა - მოდი ახლავე გავყიდოთ, მაგრამ როცა გიორგის შეხვდა, ჩაიხუტა.
თავდაპირველად ჩაკვეტაძეს კუნთების პრობლემა ჰქონდა და ვანჰეზბრუკის მწვრთნელობის ბოლო კვირებში ამიტომ არ უთამაშია, მაგრამ ის ალბათ ბოლო იქნება ვინც ჩაკვეტაძე არ დააფასა", - ნათქვამია სტატიაში.шаблоны для dle 11.2
ვრცლად
დავიდ სილვას ახალი გუნდი ცნობილია
დავიდ სილვას ახალი გუნდი ცნობილია
გუშინ, 19:47
ვრცლად
[VIDEO] გორგოძემ მწვადს პიცა ამჯობინა
[VIDEO] გორგოძემ მწვადს პიცა ამჯობინა
გუშინ, 19:27
ვრცლად
ტოჩინოშინი არ ნებდება ! რა გაუკეთა დღეს ქართველმა გოლიათმა მეტოქეს (ვიდეო)
ტოჩინოშინი არ ნებდება ! რა გაუკეთა დღეს ქართველმა გოლიათმა მეტოქეს (ვიდეო)
გუშინ, 12:56
ვრცლად
ზაზა ფაჩულიას NBA-ს სუპერვარსკვლავმა ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა
ზაზა ფაჩულიას NBA-ს სუპერვარსკვლავმა ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა
გუშინ, 10:30
ვრცლად
რონალდუს რეაქცია, როდესაც კალაძემ ის უცნაური საჩუქრით დააჯილდოვა (ვიდეო)
რონალდუს რეაქცია, როდესაც კალაძემ ის უცნაური საჩუქრით დააჯილდოვა (ვიდეო)
გუშინ, 00:17
ვრცლად
ფეხბურთის ვარსკვლავების რეაქცია ქართული ცეკვის ყურებისას (ვიდეო)
ფეხბურთის ვარსკვლავების რეაქცია ქართული ცეკვის ყურებისას (ვიდეო)
19-09-2019, 12:21
ვრცლად
რუსი კომენტატორების რეაქცია, როდესაც ლაშა ტალახაძემ სიგიჟე ჩაიდინა (ვიდეო)
რუსი კომენტატორების რეაქცია, როდესაც ლაშა ტალახაძემ სიგიჟე ჩაიდინა (ვიდეო)
18-09-2019, 23:50
ვრცლად
ჯარჯი ზვიადაურმა ტედი რინერს დაარტყა - რა რეაქცია ჰქონდათ დარბაზში შეკრებილ ძიუდოისტებს (ვიდეო)
ჯარჯი ზვიადაურმა ტედი რინერს დაარტყა - რა რეაქცია ჰქონდათ დარბაზში შეკრებილ ძიუდოისტებს (ვიდეო)
18-09-2019, 23:47
ვრცლად
"მე ვიქნები პირველი ვინც ხაბიბს დაამარცხებს" - ვინ არის ქართველი მებრძოლი, რომელმაც ნურმაგომედოვი გამოიწვია
18-09-2019, 23:45
ვრცლად
"ის შეიძლება საუკეთესო გახდეს" - ჩავიმ საუკეთესო მოთამაშე დაასახელა
18-09-2019, 20:37
ვრცლად
სუარესის ანტირეკორდი
სუარესის ანტირეკორდი
18-09-2019, 20:24
ვრცლად
კრიშტიანუ:
კრიშტიანუ: "ჯორჯინასთან სექსი უკეთესია"
18-09-2019, 20:14
ვრცლად
გაიტანეთ რინგიდან ! რომან დოლიძემ ბრაზილიელი გიგანტი დაანოკაუტა (ვიდეო)
გაიტანეთ რინგიდან ! რომან დოლიძემ ბრაზილიელი გიგანტი დაანოკაუტა (ვიდეო)
18-09-2019, 18:38
ვრცლად
რა მოხდა მაშინ, როდესაც გაგამარუ და ტოჩინოშინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
რა მოხდა მაშინ, როდესაც გაგამარუ და ტოჩინოშინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
18-09-2019, 16:07
ვრცლად
რონალდუს მეგობარმა გოგონამ თავისი სხეულის ფორმებით საბერძნეთის კურორტზე ყველა გადარია
რონალდუს მეგობარმა გოგონამ თავისი სხეულის ფორმებით საბერძნეთის კურორტზე ყველა გადარია
18-09-2019, 15:19