საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი უგუნდოდაა.
რუსული კლუბის, "კრასნოდარის" ოფიციალურმა Facebook გვერდმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კლუბი დატოვა. როგორც წყარო იტყობინება, ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი რუსულ კლუბს 2016 წელს შეურთდა. ამ დროის მანძილზე ოქრიმ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი საგოლე გადაცემა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ოქრიაშვილს ტრამვები ძალიან აწუხებდა რის გამოც ბევრი თამაშის გამოტოვება მოუწია. ჯერ-ჯერობით მისი მომავალი ბუნდოვანია.шаблоны для dle 11.2