Image
Image
"შვიდმა მამაკაცმა 13 წლის გოგონას ძალადობაში დასდო ბრალი და მისი დასჯა მოითხოვა" - დაუჯერებელი ქართული ამბავი

"შვიდმა მამაკაცმა 13 წლის გოგონას ძალადობაში დასდო ბრალი და მისი დასჯა მოითხოვა" - დაუჯერებელი ქართული ამბავი

-1 2020-08-01

1975 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „კომუნისტში“ საინტერესო წერილს წავაწყდით. ერთ-ერთმა მოქალაქემ რედაქციას შეატყობინა, რომ 13 წლის გოგონას გაუპატიურების საქმეზე დამნაშავეები გამოუშვეს და პროკურატურა თავად დაზარალებულის დაკავებას აპირებდა:
 
„პატივცემულო რედაქციავ, თქვენს გაზეთში ხშირად იბეჭდება წერილები გასამართლებულ ხალხზე. ეს ძალიან კარგია, მაგრამ რამდენი დანაშაული ხდება, რომელიც სასამართლომდე არ მიდის საქმე პირდაპირ მილიციაში ან პროკურატურაში ისპობა. ასეთებზეც უნდა დაწეროთ, ამხილოთ დამნაშავენი და მათი მფარველები. ამას წინათ ჩვენს ქალაქში აღმაშფოთებელი ამბავი მოხდა. ახალგაზრდების ჯგუფმა გააუპატიურა 13 წლის გოგონა. დამნაშავენი იპოვეს და დააპატიმრეს, მაგრამ დატრიალდნენ მათი ფულიანი, საქმოსანი მშობლები, დიდი თანხა დაუჯდათ, ომ თავიანთი უღირსი შვილები უცოდველებად გამოეყვანათ. საოცარია, რომ მათ მაგივრად დაზარალებულს უპირებენ დასჯას, ბავშვთა კოლონიაში გზავნიან. აი, რა უნდა გამოიტანოთ საზოგადოებრივ სამსჯავროზე.
ა. ბალიაშვილი, თბილისი“.
 
რედაქცია დაინტერესდა საქმის ვითარებით და აღნიშნულ ამბავს საკმაოდ ვრცელი წერილი მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ სტატიიდან.
 
„სუსტი, ფერმკრთალი, შავგვრემანი გოგონაა და რომ არა მისი დარდითა და საყვედურით სავსე ფართო, თაფლისფერი თვალები რომ არა, იქნებ ყურადღებაც არ მიგექციათ.
 
ამ თვალებს, ამ შემოხედვას გულგრილად ვერ ჩაუვლით. რა მოუვიდა, რა სადარდელი გასჩენია ასეთი? თვითონ მას რომ ჰკითხოთ, იქნებ არც გიპასუხოთ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის სალბუნივითაა გაჭირვების დროს სხვებს შესჩივლოს გულის წუხილი.
 
ის გულჩათხრობილია და გაჩუმებას არჩევს, სხვებისგან ნუგეშსა და დახმარებას არ მოელის, არ სჯერა ადამიანების. დიახ, 13 წლის ნანა კ-ძეს აქვს საფუძველი, არ ენდის ადამიანებს, რადგან მან უკვე ამ ასაკში, საკუთარ თავზე გამოსცადა ადამიანის თითქმის ყველა მანკიერება – სიცრუე, გულგრილობა, ღალატი, უსამართლობა, ძალმომრეობა.
 
4 წლისა იყო, როცა მამამ ოჯახი მიატოვა და მას შემდეგ გოგონას არ უნახავს იგი. კარგად არც ახსოვს, დედასთან იზრდებოდა. ძნელი იყო უქმროდ, უმამოდ, მაგრამ, დედა ცდილობდა, არ დაჩაგვროდა შვილი, წესიერი და პატიოსანი ადამიანი გამოეყვანა. გოგონაც იმედებს უმართლებდა, გულისხმიერი, დამჯერე და მოსიყვარულე ბავშვი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედის ხელი აკლდა (მარტოხელა ქალი ცხადია, სამსახურში იყო), სკოლაშიც ურიგოდ არ სწავლობდა (თბილისის 156-ე სკოლის მოსწავლე იყო. სკოლის დირექტორი – გივი მეფისაშვილი, კლასის ხელმძღვანელი – ლალი ცაავა). მეოთხე კლასამდე ისე მიაღწია, ავი არავის გაუგონია მასზე.

და როცა დედას ეგონა, მთავარი გაჭირვება უკვე გადავიტანე, ცოტასაც მოვითმენ დ ქალიშვილიც მომესწრებაო, სწორედ ამ დროს დაატყდათ თავს უბედურება.
 
ეს ამბავი 1974 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა ნანა ის იყო, 12 წლისა შესრულდა. დედა გვიანობამდე მუშაობდა და ნანა ხშირად ბებიასთან მიდიოდა ხოლმე, ქალაქის მეორე უბანში. იმ დღეს გოგონა ტრამვაიდან რომ ჩამოვიდა, მხარი ექცა და შინისაკენ გზა ვერ გაიკვლია. მისი ამ დაბნეულობითა და უმწეობით ისარგებლეს უპატიოსნო ადამიანებმა და სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა, ტარიელ შოთაძემ, საეჭვო ყოფაქცევის ქალის, გულჩორა ლაბაძის ხელშეწყობით თბილისის ზღვაზე გაიტყუა გოგონა და გააუპატიურა.
 
ბოროტმოქმედს შესაფერისი მიუზღეს, 12 წლის გოგონასათვის კი მიყენებული მორალური თუ ფსიქიკური ტრავმა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა. ერთბაშად დაინგრა მისი ცხოვრება, ჩამოშორდა სკოლასა და თანატოლებს, მეზობლებსა და ნათესავებში გამოჩენის რცხვენოდა. ბუზღუნი დასჩემდა, ჯიუტი და თავნება გახდა. ოჯახმა მისამართი შეიცვალა და სხვა უბანში გადავიდნენ საცხოვრებლად. დედასა და შვილს შორის სიტუაცია დაიძაბა გოგონას ახირებული ხასიათის გამო. ერთ დღესაც, დედასთან შელაპარაკების შემდეგ ნანა შინიდან წავიდა და არ დაბრუნდა. პირველ ღამეს დედას ეგონა, ბებიასთან გაათევდა ღამეს, მაგრამ დილით რომ მოიკითხა, იქ არ აღმოჩნდა, ვერც სხვა ნათესავებთან მიაგნო და მილიციაში განაცხადა.
 
2 კვირის მერე გოგონა თავისით გამოჩნდა – ერთ-ერთ ნათესავთან მივიდა, საიდანაც მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პირველივე დაკითხვაზე აღიარა, რომ გააუპატიურეს და მასთან სექსუალური კონტაქტი შვიდმა პირმა დაამყარა, მუქარითა და დაშინებით. ორი კვირის განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა. ერთი მეორეს სთავაზობდა,. მეორე – მესამეს. ზოგჯერ კი რამდენიმე ერთდროულად რჩებოდა გოგონასთან. გოგონამ ზოგიერთის სახელი იცოდა, ზოგის – მისამართი. ამ ინფორმაციის მიხედვით მალე შესაძლებელი გახდა თითქმის ყველა ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენა: სარქის რუბენის ძე პოჩოიანი – ავტოკოლონა 2651-ის მძღოლი, ლევან გურგენის ძე  პოჩოიანი – გარდაბნის რაიკავშირის სამრეწველო საწარმოს მუშა, ვილი ნალბანდიანი – ავტოსატრანსპორტო საწარმოს ელექტრიკოსი, არშაკ დავიდოვი – უსაქმური, მცხოვრები ტოლსტოის ქუჩა 6-ში. ალიკ შაუმიანი – გაურკვეველი პროფესიისა და საქმიანობის პირი, სამველ მეგრაბიანი – უსაქმური, მცხოვრები ფშავის ქუჩა 33-ში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შეადგინეს ოქმები, ექსპრტიზის დასკვნები და შეატყობინეს 26 კომისრის რაიონის პროკურატურას, სადაც, გამომძიებელმა, დ. ჭავჭავაძემ მიიღო დადგენილება: არ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ზემოთ ჩამოთვლილ პირთა მიმართ, მათ ქმედებებში სისხლის სამართლის ნიშნების არ არსებობის გამო. არასრულწლოვანი ნანა კ-ძის საქმის მასალები განსახილველად და მკაცრი ზომების გასატარებლად გადაეცეს ოქტომბრის რაიონის არასრულწლოვანთა კომისიას.
 
მართალია, ყველა ეჭვმიტანილ პირს ჰქონდა გოგონასთან სქესობრივი კავშირი, თანაც – გაუკუღმართებული და გარყვნილი ფორმით, მაგრამ ეს ყველაფერი თურმე თვით დაზარალებულის თანხმობით ხდებოდა.
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირიც სისხლის სამართლის საქმეა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბიჭებმა არ იცოდნენ, რომ ნანა არასრულწლოვანი იყო. დამნაშავეებმა გამოსავალი იპოვეს და პროკურატურაშიც უსიტყვოდ დაუჯერეს. თუმცა, პოჩოიანი პირველ ჩვენებაში ამბობს, რომ იცოდა, ნანა 13 წლის რომ იყო. ეს ის პოჩოიანია, პირველად რომ წაიყვანა გოგონა და მერე სხვებს გადაულოცა. პროკურატურაში მიცემულ ჩვენებში ყველა მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი ხდებოდა ნანას სურვილით, მოთხოვნით და მისი დაძალებით და ითხოვდნენ მის დასჯას.
 
გოგონას აკითხავდნენ ეჭვმიტანილთა ნათესავები, რომ ჩვენება შეეცვალა, რაშიც გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ. და უფრო მეტიც – გოგონას თვითონ გამომძიებლები აიძულებდნენ, შეეცვალა ჩვენება და სიცრუე დაეწერა. გოგონა არასრულწლოვნთა იზოლატორში მოათავსეს, ხოლო დამნაშავეები დაუსჯელი დატოვეს, თუმცა სამართალი აუცილებლად იზეიმებს და დარწმუნებული ვართ, ყველას, ვინც არასრულწლოვანზე იძალადა, სამაგიეროს მიუზღავენ“.
 
საინტერესოა, როგორ განვითარდა ნანას ცხოვრება შემდგომში. ის ახლა 57-58 წლის უნდა იყოს. „პრაიმტაიმი“ შეეცდება, გაარკვიოს დეტალები. шаблоны для dle 11.2
ვრცლად
შაქარაშვილისა და შალამბერიძის ხსოვნისთვის - ქუთაისელი გულშემატკივრის ბანერები
შაქარაშვილისა და შალამბერიძის ხსოვნისთვის - ქუთაისელი გულშემატკივრის ბანერები
29-06-2020, 01:55
ვრცლად
ხამესს ჩინეთში არ სურს
ხამესს ჩინეთში არ სურს
29-06-2020, 01:52
ვრცლად
დორმუნდიდან ინტერში - ჰაკიმი იტალიას უახლოვდება
დორმუნდიდან ინტერში - ჰაკიმი იტალიას უახლოვდება
29-06-2020, 01:51
ვრცლად
საკრამენტოს სამ მოთამაშეს COVID-19-ით ინფიცირება დაუდგინდათ
საკრამენტოს სამ მოთამაშეს COVID-19-ით ინფიცირება დაუდგინდათ
29-06-2020, 01:49
ვრცლად
MARCA: ბარსელონას მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოებაა
MARCA: ბარსელონას მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოებაა
29-06-2020, 01:44
ვრცლად
თორნიკე შენგელია რუსულ კლუბში ითამაშებს - ცნობილია რა თანხას მიიღებს ქართველი ხელფასის სახით
თორნიკე შენგელია რუსულ კლუბში ითამაშებს - ცნობილია რა თანხას მიიღებს ქართველი ხელფასის სახით
15-06-2020, 18:19
ვრცლად
ცნობილი ხდება, თუ სპორტის რომელი სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი
ცნობილი ხდება, თუ სპორტის რომელი სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი
4-04-2020, 16:53
ვრცლად
“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
4-04-2020, 16:24
ვრცლად
უყურეთ და დატკბით - ასეთი სილამაზე იშვიათია (ფოტოგალერეა)
უყურეთ და დატკბით - ასეთი სილამაზე იშვიათია (ფოტოგალერეა)
19-03-2020, 00:16
ვრცლად
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული საქციელი
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული საქციელი
15-03-2020, 12:16
ვრცლად
ტრაგედია - რა დაემართა ახლახანს წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძას
ტრაგედია - რა დაემართა ახლახანს წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძას
14-03-2020, 00:10
ვრცლად
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
1-03-2020, 19:05
ვრცლად
ზიდანი :
ზიდანი : "ყველაფერს გავაკეთებთ "ელ კლასიკოს" მოსაგებად"
1-03-2020, 19:04
ვრცლად
ოფიციალურად: ფიური და უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან
ოფიციალურად: ფიური და უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან
1-03-2020, 19:03
ვრცლად
რაფაელ ნადალმა ATP აკაპულკო მოიგო და ჩინებული რეკორდი დაამყარა
რაფაელ ნადალმა ATP აკაპულკო მოიგო და ჩინებული რეკორდი დაამყარა
1-03-2020, 19:02