"11 წლის "ბარსელონას" სინჯებზე იყო, ის კი "რეალის" ფორმით მივიდა" - უცნობი ისტორია ჩაკვეტაძეზე
"11 წლის "ბარსელონას" სინჯებზე იყო, ის კი "რეალის" ფორმით მივიდა" - უცნობი ისტორია ჩაკვეტაძეზე
+2 2018-12-14
ერთ-ერთ ბელგიური გამოცემა hln.be გიორგი ჩაკვეტაძეს ოჯახს ეწვია და მათთან საინტერესო ინტერვიუც ჩაწერა. ბელგიური გამოცემა მოხიბლული დარჩა ქართული მასპინძლობით და აღფრთოვანებული დარჩა იმ გარემოთი, რომელიც ფეხბურთელის ოჯახში სუფევს.
ინტერვიუს დროს გიორგის მშობლებმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს, ჩაკვეტაძეს დედამ მთვარისა რუხაძემ გაიხსენა ის დღე, როდესაც 11 წლის გიორგი "ბარსელონაში" იყო სინჯებზე.
"ბარსელონაში სინჯების დროს ის რონალდუს ფორმით მივიდა, ის სამი კვირის განმავლობაში უნდა ყოფილოყო იქ, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმა მიიღო და დროზე ადრე მოუწიო დაბრუნება, "ნორჩ დინამოში" თამაშის დროს მწვრთნელი მას სულ მესის ადარებდა, მაგრამ მას ეს არ მოსწონდა, მისი იდეალი ყოველთვის რონალდუ იყო "
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით ჩაკვეტაძეს მიმართ ინტერესს "ბაიერნი" , "ბარსელონა", "რომა", "დორტმუნდი", "ტოტენჰემი" და "რეალი" იჩენენ.шаблоны для dle 11.2