Image
Image
"მეტი შანსი აღარ იქნება!" - შაქარაშვილის ნათესავის განცხადება

"მეტი შანსი აღარ იქნება!" - შაქარაშვილის ნათესავის განცხადება

0 2020-07-08

გარდაცვლილი ფეხბურთელის 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, დამნაშავეების დანდობა აღარ მოხდება. გარდაცვლილის ბიძა მოწმეებს მიმართავს შანსი გამოიყენონ და სიმართლე თქვან.

„გიორგის გარდაცვალებიდან გავიდა 19 დღე, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება ბევრი თვალსაზრისით. პირველყოვლისა, გიორგიმ თავის რამდენიმეღიანი არყოფნით უფრო მეტად გაგვზარდა სულიერად და მორალურად, ვიდრე ჩვენი ცხოვრების განვლილმა ათწლეულებმა.
ყველაზე მთავარი, რაც გიორგის არყოფნამ გვასწავლა არის ის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სამართლიანობის განცდაზე დიდ მტერი არ ჰყავს და იგივე ნაწილი საზოგადოებისა შემდგომ მთელი სერიოზულობით მსჯელობს „ძალადობის აღმოფხვრაზე“.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ დარწმუნდა ოჯახი მის მიერ არჩეული გზის სისწორეში, რომლითაც არ მისცა საშულება ათასი ჯურის ავანტიურისტს ბავშვის გარდაცვალება გადაექცია პოლიტიკურ სკანდალად და სანახაობად.
რაც შეეხება სამართლებრივ და ფაქტობრივ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვიღაც ცდილობს ახალი „სკანდალის“ იმიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანთა ჯგუფები აწარმოებენ კარიკატურულ გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ არასერიოზულობას ჰყავს მაყურებელიც და დამჯერებილიც, ამით არაფერი იცვლება. ვართ იმ წერტილში, სადაც ვართ და გვაქვს ის პესრსპექტივა, რომელსაც გარდაცვალების დღიდან ვაფიქსირებთ.
ახლა დგება ყველაზე საპასუხისმგებლო, ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი, როცა უნდა გავიგოთ სიმართლე-რატომ მოგვიკლეს ახალგაზრდა, უდანაშაულო შვილი. ათასჯერ ვთქვი და კვლავაც გიმეორებ, რომ სასამართლო-სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები არის ამ საქმის გასაღები და ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ. თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელბული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!
ვთხოვ ყველას, თქვენი ძალისხმევა მოგვაშველოთ სიმართლის დადგენაში და არა სკანდალების გამოგონებაში (უკვე მეორედ მირეკავს გიორგის ატირებული დედა და მეკითხება: “რა დავუშავეთ ამ ხალხს, რატომ გვკლავენ ასე დაუნდობლად თავისი უპასუხისმგელობის გამოვო”, რა ვუპასუხო?!), მივმართავ დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელთაც გიორგისთან ჰქონდათ ბოლო შემხებლობა-გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე, მეტი შანსი აღარ იქნება!
უღრმესი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამართალდამცავს, მეგობარს, ნაცნობს და უბრალოდ გულშემატკივარს, რომელთა თანადგომა გვასულდგმულებს დღემდე, არ იდარდოთ ჩემს გამო, მე სიმართლის გარდა არასოდეს არაფერი არ მაინტერესებს“, – წერს მირიან ნიკოკლაძე სოციალურ ქსელში.шаблоны для dle 11.2
ვრცლად
შაქარაშვილისა და შალამბერიძის ხსოვნისთვის - ქუთაისელი გულშემატკივრის ბანერები
შაქარაშვილისა და შალამბერიძის ხსოვნისთვის - ქუთაისელი გულშემატკივრის ბანერები
29-06-2020, 01:55
ვრცლად
ხამესს ჩინეთში არ სურს
ხამესს ჩინეთში არ სურს
29-06-2020, 01:52
ვრცლად
დორმუნდიდან ინტერში - ჰაკიმი იტალიას უახლოვდება
დორმუნდიდან ინტერში - ჰაკიმი იტალიას უახლოვდება
29-06-2020, 01:51
ვრცლად
საკრამენტოს სამ მოთამაშეს COVID-19-ით ინფიცირება დაუდგინდათ
საკრამენტოს სამ მოთამაშეს COVID-19-ით ინფიცირება დაუდგინდათ
29-06-2020, 01:49
ვრცლად
MARCA: ბარსელონას მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოებაა
MARCA: ბარსელონას მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოებაა
29-06-2020, 01:44
ვრცლად
თორნიკე შენგელია რუსულ კლუბში ითამაშებს - ცნობილია რა თანხას მიიღებს ქართველი ხელფასის სახით
თორნიკე შენგელია რუსულ კლუბში ითამაშებს - ცნობილია რა თანხას მიიღებს ქართველი ხელფასის სახით
15-06-2020, 18:19
ვრცლად
ცნობილი ხდება, თუ სპორტის რომელი სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი
ცნობილი ხდება, თუ სპორტის რომელი სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი
4-04-2020, 16:53
ვრცლად
“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
4-04-2020, 16:24
ვრცლად
უყურეთ და დატკბით - ასეთი სილამაზე იშვიათია (ფოტოგალერეა)
უყურეთ და დატკბით - ასეთი სილამაზე იშვიათია (ფოტოგალერეა)
19-03-2020, 00:16
ვრცლად
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული საქციელი
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული საქციელი
15-03-2020, 12:16
ვრცლად
ტრაგედია - რა დაემართა ახლახანს წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძას
ტრაგედია - რა დაემართა ახლახანს წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძას
14-03-2020, 00:10
ვრცლად
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
1-03-2020, 19:05
ვრცლად
ზიდანი :
ზიდანი : "ყველაფერს გავაკეთებთ "ელ კლასიკოს" მოსაგებად"
1-03-2020, 19:04
ვრცლად
ოფიციალურად: ფიური და უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან
ოფიციალურად: ფიური და უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან
1-03-2020, 19:03
ვრცლად
რაფაელ ნადალმა ATP აკაპულკო მოიგო და ჩინებული რეკორდი დაამყარა
რაფაელ ნადალმა ATP აკაპულკო მოიგო და ჩინებული რეკორდი დაამყარა
1-03-2020, 19:02