ეროვნული ლიგის მე-3 ტურში "ჩიხურასთან" დაპირისპირებამდე ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგებმა სტადიონის ტრიბუნაზე ასაკობრივი ნაკრებებისა და ეროვნული ლიგის მედია მენეჯერის კახა შალამბერიძის
და ტრაგიკულად დაღუპული საბურთალოს ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბანერები გამოფინეს.
"არავინ და არასდროს იქნება დავიწყებული!" - წერია ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი განცხადებაში.
კორონავირუსის პანდემიის პაუზის გამო შეჩერებული ჩემპიონატის განახლების შემდეგ, ეროვნული ლიგის ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო.
шаблоны для dle 11.2