მადრიდის რეალის 28 წლის კოლუმბიელმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, უკმაყოფილება გამოხატა სამეფო კლუბში მისი მდგომარეობით, უფრო ზუსტად, იმ მცირე სათამაშო დროით, რომელიც მას ეძლევა.
„არ ვიცი რა მოხდება უახლოეს მომავალში. მაგრამ თუ ჩემი არჩევანი იქნება, ვისურვებდი ისეთ კლუბში გადავიდე, სადაც სრულად გამოვავლენ საკუთარ შესაძლებლობებს.
რატომ არ ვთამაშობ? კარგი კითხვაა, რომელზეც მეც მინდა ვიცოდე პასუხი. თუკი რეალს უკვე შეთამაშებული შემადგენლობა ჰყავს, სიტუაციის შეცვლა რთული იქნება. არ არის სასიამოვნო, როცა მწვრთნელი საკმარის დროს არ გაძლევს თავის გამოსაჩენად. რამდენიმე წუთში რა უნდა მოახერხო.
იტალიიდან მქონდა შეთავაზებები, მაგრამ არ დამაკმაყოფილა. ადრე ჩემმა აგენტმა, ხორხე მენდესმა, მითხრა, რომ რეალს ჩემს თაობაზე ჩინეთიდან ჰქონია წინადადება. ვუთხარი, რომ კარგი პირობების მიუხედავად, ჩინეთში წასვლას არ ვაპირებ. ვგრძნობ, რომ ევროპულ ფეხბურთში კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია,“ - ამბობს ხამეს როდრიგესი.
რეალთან კონტრაქტი კოლუმბიელს 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით 32 მილიონი ევროა.
шаблоны для dle 11.2