აღსანიშნავია, რომ NBA-ს განახლებას პროტესტის გამო კაირი ირვინგის თაოსნობით მოთამაშეთა გარკვეული რაოდენობა ეწინააღმდეგება, ხოლო კალათბურთელთა ინფიცირება ამას კიდევ უფრო გაართულებს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო NBA-ს სეზონი დროებით შეჩერებულია და დაგეგმილია, რომ 31 ივლისს ორლანდოში Walt Disney World Resort განახლდება, თუმცა როგორც ჩანს, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19-ის ყველაზე მეტი 2,208,486 შემთხვევაა დაფიქსირებული, 119,133 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 903,136-მა ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა.
კორონავირუსი უკვე დაამარცხა იუტა ჯაზის ყველა ინფიცირებულმა სპორტსმენმა, ლოს-ანჯელეს ლეიკერსის და ბრუკლინ ნეთსის მოთამაშეებმა, დეტროიტ პისტონსის ფორვარდმა კრისტიან ვუდმა, ასევე ბოსტონ სელტიკსის მცველმა მარკუს სმარტმა.