კიკე სეტიენსა და გუნდის ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა.
MARCA-ს ცნობით "სელტასთან" (2:2) გამართული შეხვედრის შემდეგ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გასახდელში კონფლიქტი მოხდა - ფეხბურთელები სეტიენის ტაქტიკით უკმაყოფილონი იყვნენ, ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ თუ გუნდი ამ ტაქტიკით თამაშს გააგრძელებს, ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებს.
შეგახსენებთ ბოლო მატჩში "ბარსელონამ" გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვა.шаблоны для dle 11.2