დაღესტანელმა მეტოქემ დავით კენჭაძის შეურაცყოფა ხელის არ ჩამორთმევით სცადა
დაღესტანელმა მეტოქემ დავით კენჭაძის შეურაცყოფა ხელის არ ჩამორთმევით სცადა
0 2018-12-09
8-9 დეკემბერს, ვლადიკავკაზში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით საერთაშორისო ტურნირი „ალანები-2018“ ტარდება. პირველი დღე ქართველებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
8 დეკემბერს, ვლადიკავკაზში ჭიდაობაში, UWW-ს ეგიდით საერთაშორისო ტუნირი “ალანები” დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს, ფინალში გასვლა ბექა ლომთაძემ (61), ავთანდილ კენჭაძემ (74) და გენო პეტრიაშვილმა (125) შეძლეს. ისინი ფინალურ შეხვედრებს 9 დეკემბერს გამართავენ. კენჭაძემ ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრი, დაღესტნელი კადიმაგომედოვი 7:3 დაამარცხა. შეხვედრის მიმდინარეობისას, დაღესტნელი მოჭიდავე პროვოკაციულად მოქმედებდა, ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ კი ის ქართველისათვის ხელის ჩამორთმევას არ აპირებდა. საბოლოოდ, მსაჯის რამდენიმე მითითების შემდეგ, მან კენჭაძეს ხელი მაინც ჩამოართვა.шаблоны для dle 11.2