-->
რატომ ჩაიყენეს შვედეთის მოქალაქეებმა კანქვეშ პატარა ჩიპები, რომელზეც მოთხოვნა ყოველდღიურად ორმაგდება

რატომ ჩაიყენეს შვედეთის მოქალაქეებმა კანქვეშ პატარა ჩიპები, რომელზეც მოთხოვნა ყოველდღიურად ორმაგდება

+1 2020-03-26
რატომ ჩაიყენეს შვედეთის მოქალაქეებმა კანქვეშ პატარა ჩიპები, რომელზეც მოთხოვნა ყოველდღიურად ორმაგდება

შვედეთში კანქვეშ ჩასაყენებელი მიკროჩიპების ბუმია – ათასობით ადამიანი უარს არ ამბობს ტექნოლოგიაზე, რომელიც, როგორც თავად მიიჩნევენ, ცხოვრებას უმარტივებს. როგორც ამერიკის საზოგადოებრივი რადიო (NPR) წერს, კანქვეშ ჩასაყენებელი ჩიპი სულ რამდენიმე მილიმეტრი ზომისაა, მას ამონტაჟებენ ცერა თითსა და მაჯას შორის, შედეგად კი, მეპატრონეს  მნიშვნელოვნად უადვილდება ცხოვრება. შვედეთში მსგავსი ჩიპები პირველად რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და დღეისათვის სულ უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იპყრობს.
კანქვეშა ჩიპზე დატანილია ჩიპის კოდი, რომლის იდენტიფიცირებასაც სპეციალური წამკითხველი ახდენს და შედეგად ეძებს მონაცემებს, რომლებიც ამ კოდთან არის დაკავშირებული. შვედეთში კანქვეშა ჩიპებით აღებენ ელექტრონული საკეტით დაკეტილ კარს, მათ შორის სახლებში, სამსახურში, ფიტნეს-კლუბში. გარდა ამისა, შვედეთის უმსხვილესმა სარკინიგზო კომპანიამ მგზავრებს უფლება მისცა, ელექტრონული ბილეთები სწორედ კანქვეშა ჩიპით “ატარონ”. გარდა ამისა, ჩიპით შესაძლებელია წვდომა პერსონალურ სამედიცინო ისტორიასა და სხვა ტიპის ინფორმაციაზე.
28 წლის სზილვია ვარსზეგი ერთ-ერთია იმ ათასობით შვედს შორის, რომელიც მიიჩნევს, რომ კანქვეშა ჩიპმა მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად გაამარტივა ტექნოლოგიებით დახუნძლულ ყოველდღიურ რუტინაში. ის კანქვეშა ჩიპს იყენებს ახალი ნაცნობებისთვის თავისი LinkdIn-ის პროფაილის გასაზიარებლად. მაგალითად, ტელეფონის წამკითხველით ჩიპის წაკითხვის შემდეგ, ტელეფონში იხსნება ლინკი, რომელსაც გადაჰყავხარ სზილვიას პერსონალურ გვერდზე, სადაც წერია მისი სახელი, გვარი, სამუშაო გამოცდილება და სხვა მონაცემები – ყველაფერი ის, რისი გაზიარებაც მას ახალი ნაცნობებისთვის სურს და თავიდან ირიდებს თავისი სახელის (Szilvia Varszegi) წარმოთქმისა და მოსაუბრის მიერ სწორად აღქმის უხერხულობას.

ვებდეველოპერი ერიკ ფრისკი სამსახურის კარს კანქვეშა ჩიპით აღებს. ფოტო: NPR
ექსპერტების მოსაზრებით, არსებობს ორი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც კანქვეშა ჩიპების პოპულარობა შვედეთში განუხრელად იზრდება:
შვედეთი და შვედები გამოირჩევიან ღიაობით ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლის მიმართ და არიან მოწინავეები ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისების კუთხით. შვედეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქვეყნაში სწრაფ ინტერნეტზე წვდომის გასაზრდელად. ასევე, ხელისუფლებამ საგადასახადო შეღავათები შესთავაზა კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლებს სახლის კომპიუტერებით უზრუნველყოფდნენ;
შვედეთში სულ უფრო ნაკლები ადამიანი იყენებს ნაღდ ფულს. მაგალითად, 2010 წელს საცალო ვაჭრობაში გადახდების 40% ხორციელდებოდა ნაღდი ფულით, დღეისათვის კი ეს მონაცემი 15%-მდეა ჩამოსული.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რის გამოც ადამიანთა ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი კანქვეშა ჩიპების მიმართ, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას უკავშირდება. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, კანქვეშა ჩიპები კარგად არის დაცული ჰაკერული თავდასხმისგან. გარდა ამისა, არ არსებობს სისტემა, რომელიც ჰაკერების თავდასხმისგან 100%-ით იქნება დაზღვეული.
ჩიპების პოპულარობას შვედეთში ისიც განაპირობებს, რომ შვედების დიდ ნაწილს ძალიანაც არ აღელვებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, რადგან შვედეთი ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანაა. მაგალითად, ადამიანებს მარტივი რესურსის დახარჯვით შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია სხვა ადამიანის შემოსავლებისა და სხვა მონაცემების შესახებ. გარდა ამისა, შვედებს აქვთ მაღალი ხარისხის ნდობა როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე – დიდი კორპორაციების მიმართ, რომლებიც მათ სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფენ.шаблоны для dle 11.2
ვრცლად
შაქარაშვილისა და შალამბერიძის ხსოვნისთვის - ქუთაისელი გულშემატკივრის ბანერები
შაქარაშვილისა და შალამბერიძის ხსოვნისთვის - ქუთაისელი გულშემატკივრის ბანერები
29-06-2020, 01:55
ვრცლად
ხამესს ჩინეთში არ სურს
ხამესს ჩინეთში არ სურს
29-06-2020, 01:52
ვრცლად
დორმუნდიდან ინტერში - ჰაკიმი იტალიას უახლოვდება
დორმუნდიდან ინტერში - ჰაკიმი იტალიას უახლოვდება
29-06-2020, 01:51
ვრცლად
საკრამენტოს სამ მოთამაშეს COVID-19-ით ინფიცირება დაუდგინდათ
საკრამენტოს სამ მოთამაშეს COVID-19-ით ინფიცირება დაუდგინდათ
29-06-2020, 01:49
ვრცლად
MARCA: ბარსელონას მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოებაა
MARCA: ბარსელონას მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოებაა
29-06-2020, 01:44
ვრცლად
თორნიკე შენგელია რუსულ კლუბში ითამაშებს - ცნობილია რა თანხას მიიღებს ქართველი ხელფასის სახით
თორნიკე შენგელია რუსულ კლუბში ითამაშებს - ცნობილია რა თანხას მიიღებს ქართველი ხელფასის სახით
15-06-2020, 18:19
ვრცლად
ცნობილი ხდება, თუ სპორტის რომელი სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი
ცნობილი ხდება, თუ სპორტის რომელი სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი
4-04-2020, 16:53
ვრცლად
“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
4-04-2020, 16:24
ვრცლად
უყურეთ და დატკბით - ასეთი სილამაზე იშვიათია (ფოტოგალერეა)
უყურეთ და დატკბით - ასეთი სილამაზე იშვიათია (ფოტოგალერეა)
19-03-2020, 00:16
ვრცლად
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული საქციელი
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული საქციელი
15-03-2020, 12:16
ვრცლად
ტრაგედია - რა დაემართა ახლახანს წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძას
ტრაგედია - რა დაემართა ახლახანს წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძას
14-03-2020, 00:10
ვრცლად
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
1-03-2020, 19:05
ვრცლად
ზიდანი :
ზიდანი : "ყველაფერს გავაკეთებთ "ელ კლასიკოს" მოსაგებად"
1-03-2020, 19:04
ვრცლად
ოფიციალურად: ფიური და უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან
ოფიციალურად: ფიური და უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან
1-03-2020, 19:03
ვრცლად
რაფაელ ნადალმა ATP აკაპულკო მოიგო და ჩინებული რეკორდი დაამყარა
რაფაელ ნადალმა ATP აკაპულკო მოიგო და ჩინებული რეკორდი დაამყარა
1-03-2020, 19:02