ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ უახლოეს პერიოდში კლუბიდან წასვლას არ აპირებს.
"იუვენტუსში" ბედნიერი ვარ", - ციტირებს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სიტყვებს Sky Sports.
"იტალიის საუკეთესო კლუბში ვთამაშობ, საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, გასულ სეზონში რამდენიმე ტიტული მოვიგეთ, იმედი მაქვს, ამას მიმდინარე სეზონშიც მოვახერხებთ. ბედნიერი ვარ მე-1000 შეხვედრის ჩატარებით. 35 წლის ასაკისთვის 1000 მატჩის გამართვა რთულია. კარგია, მაგრამ იმედი მაქვს კიდევ ასობით შეხვედრას ჩავატარებ"
шаблоны для dle 11.2