28 თებერვალს, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა დეონტეი უაილდერმა (42-1-1, 41 ნოკაუტი) ტაისონ ფიურისთან რევანშის (30-0-1, 21 ნოკაუტი) პუნქტი აამოქმედა.
უაილდერსა და ფიურის შორის რემატჩი ივლისის შუა რიცხვებში, ლას-ვეგასში გაიმართება. ბრძოლის დამატებითი დეტალები რამდენიმე კვირაში გაირკვევა.
აღნიშნული ინფორმაცია "WBC" ქამრის მფლობელის, ტაისონ ფიურის პრომოუტერმა ბობ არუმმა გააჟღერა:
"უაილდერის გუნდმა ფიურისთან რევანშის პუნქტი აამოქმედა. ბრძოლა ივლისში შედგება. ეს თვის შუა რიცხვებში მოხდება."
"ედი ჰირნს ვუთხარი, რომ ამ წელს, ჯოშუასა და ფიურის ორთაბრძოლაზე ფიქრი შეწყვიტოს. ეს შეუძლებელია."
"ენტონი კუბრატ პულევს ხვდება და ის თავის უკანალზე მოჯდება, ისევე როგორც ფიურიმ დააგდო უაილდერი." - განაცხადა არუმმა "Boxing News 24"-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ "WBC" ქამრისათვის ბრძოლაში, ტაისონ ფიურიმ დეონტეი უაილდერი მე-7 რაუნდში დაამარცხა. მძიმე დარტყმების ფონზე, ამერიკელი სპორტსმენის მწვრთნელმა რინგზე თეთრი პირსახოცი შეაგდო და ბრძოლა შეწყდა. მოგვიანებით, უაილდერმა თავისი გუნდის გადაწყვეტილება გააპროტესტა და მწვრთნელი გაათავისუფლა.
шаблоны для dle 11.2