თბილისის “საბურთალო” 1 თვის წინ გუნდში დაბრუნებულმა გიორგი ჭანტურიამ დატოვა.
დღეს “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ჭანტურიასა და “საბურთალოს” შორის საბოლოო შეთანხმება არ შედგა.“ჩვენ გვქონდა სურვილი მასთან გვეთანამშრომლა, მიუხედავად იმისა, თუ რა კონდიციებში იყო. ჩვენ ბევრ ფეხბურთელს მივეცით მსგავსი საშუალება, იყო ესპანეთში, უკეთეს ფორმაში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ 1 წელი გაცდენილი ჰქონდა, მწვრთნელის ინიციატივითაც ჭანტურია დავიმატეთ, მაგრამ არ გამოვიდა. მას არაერთი შეთავაზება აქვს და იმედია, წარმატებას მიაღწევს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ “საბურთალო” 1 კვირის წინ მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ დატოვა. სწორედ ცეცაძის სურვილი იყო ჭანტურიას გუნდში დაბრუნებაшаблоны для dle 11.2