-->
"მე ვმუშაობ, მე, 72 წლის ქალი, ჩემი 38 წლის ვაჟკაცი კი... " - ქართველი ემიგრანტის წერილი ამერიკიდან

"მე ვმუშაობ, მე, 72 წლის ქალი, ჩემი 38 წლის ვაჟკაცი კი... " - ქართველი ემიგრანტის წერილი ამერიკიდან

0 2020-02-13

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...
სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭს, ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...
ათენში ცხოვრობს მანანა კვირიკაძე, რომლის საქმიანობა საქართველოში სამედიცინო სფეროსთან იყო დაკავშირებული. სოციალურ ქსელში შექმნილი აქვს ემიგრანტული ჯგუფი, სადაც მთელ მსოფლიოში გაბნეული 106 ათასი ქართველია გაერთიანებული.
მისმა ძალიან ემოციურმა მონათხრობმა და თავად ამბავმა, იქნებ, ბევრი ჩააფიქროს და მწარე რეალობა სხვა თვალით დაანახოს?..
„წარმოშობით ბაღდათიდან ვარ. დაუმთავრებელი სამედიცინო განათლება მაქვს, ფილოლოგიურზეც ვსწავლობდი. 12 წელია, რაც ემიგრაციაში ვარ. ბებოსთან ვმუშაობ, ნორმალური ბებოა. სამუშაო მძიმე არ არის, ემიგრანტობაა ძნელი. თუმცა უფრო ძნელია ის, როცა ამ შრომას სათანადოდ არ დაგიფასებენ ისინი, ვისაც ეს ყველაზე მეტად უნდა შეეძლოს. ზოგს უჭირს იმის გაცნობიერება, თითოეული ევრო თუ დოლარი როგორი შრომის, ნერვებისა და ჯანმრთელობის ფასადაა მოპოვებული. საბერძნეთში ათენის ერთ-ერთ ქართულ ბანკში ვარ, იქ, სადაც ქართველი ემიგრანტების ნაკადი არ წყდება. აქედან გზავნიან ფულს ოჯახებში, რომლებიც იხდიან კომუნალურ გადასახადებს და ბანკის ვალებს. ზოგჯერ ერთს კი არა, საქართველოში რამდენიმე ოჯახსაც კი ინახავენ.  
ემიგრანტი ქალის წერილები: „საუბრის დასრულებისას მასწრებს და პირჯვარს მწერს ჩემი ნიკოლოზი“
ასე გრძელდება დღეები, თვეები და წლები. გრძელდება მანამ, სანამ არ დამთავრდება ემიგრანტობა, ხოლო როდის დამთავრდება – ეს ზუსტად არც ერთმა ემიგრანტმა არ იცის. ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნების თარიღი კალენდარზე არ არის აღნიშნული...
ერთხელ ბანკში ვიყავი, დაახლოებით დღის 12 საათი იქნებოდა, ჩემს რიგს ველოდებოდი. ქალბატონი, რომელიც დაახლოებით 70 წელს გადაცილებული იქნებოდა, სკამზე იჯდა და განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონზე. დროდადრო მისი ხმამაღალი შეძახილი გვესმოდა: „დროზე აიღე ყურმილი!“
როგორც იქნა, გააგონეს:
- სად ხარ ამდენ ხანს?! აიღე ფურცელი და ჩაიწერე კოდი, მიდი და ფული აიღე, დროზე, სამსახურში უნდა დავბრუნდე, გამოქცეული ვარ.
აქ ალბათ გაითიშა ტელეფონი, ისევ დაიწყო რეკვა. ისევ ამ სიტყვებს იმეორებდა, ისევ ითიშებოდა ტელეფონი და ასე რამდენჯერმე. ვიფიქრე, იქნებ სალაპარაკო თანხა გამოელია–მეთქი და ჩემი მობილური შევთავაზე, იუარა.
- ასე მითხრა, მძინავს და ნუ მაწუხებ, ავდგები და გავალო.
მისი დამშვიდება ვცადე – იქნებ გვიანობამდე მუშაობდა, არ ინერვიულოთ–მეთქი...
აქ ქალს თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით წამოსცვივდა:
- არა, შვილო, მე ვმუშაობ, მე, 72 წლის ქალი, ჩემი 38 წლის ვაჟკაცი, მუშაობს კი არა, იმასაც არ კადრულობს, რომ დროზე მიპასუხოს და აქ არ მაკანკალოს ამ სიცივეში.
აქ ირგვლივ მყოფები აყვირდნენ – ახლავე უკან გამოიტანეთ თანხაო.
ქალი უარზე დადგა – მე ერთი კვირა ვეღარ გამოვალ, ისედაც დასვენების გარეშე ვმუშაობ. ცოდოა, შვილია მაინც, მე ხომ მაგისთვის ვშრომობ, გაიღვიძებს, როცა იქნებაო...
აქ ყველანი დავდუმდით. მე კი გავიფიქრე – „გაიღვიძებს, კი გაიღვიძებს, მაგრამ...“ ღმერთმა ისე გააღვიძოს ყველა ემიგრანტის ახლობელი, რომ ცოტათი მაინც მოვიდნენ აზრზე და გაიგონ, რის ფასად გვიჯდება სამშობლოში გასაგზავნი თითოეული ევრო...шаблоны для dle 11.2
ვრცლად
შაქარაშვილისა და შალამბერიძის ხსოვნისთვის - ქუთაისელი გულშემატკივრის ბანერები
შაქარაშვილისა და შალამბერიძის ხსოვნისთვის - ქუთაისელი გულშემატკივრის ბანერები
29-06-2020, 01:55
ვრცლად
ხამესს ჩინეთში არ სურს
ხამესს ჩინეთში არ სურს
29-06-2020, 01:52
ვრცლად
დორმუნდიდან ინტერში - ჰაკიმი იტალიას უახლოვდება
დორმუნდიდან ინტერში - ჰაკიმი იტალიას უახლოვდება
29-06-2020, 01:51
ვრცლად
საკრამენტოს სამ მოთამაშეს COVID-19-ით ინფიცირება დაუდგინდათ
საკრამენტოს სამ მოთამაშეს COVID-19-ით ინფიცირება დაუდგინდათ
29-06-2020, 01:49
ვრცლად
MARCA: ბარსელონას მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოებაა
MARCA: ბარსელონას მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოებაა
29-06-2020, 01:44
ვრცლად
თორნიკე შენგელია რუსულ კლუბში ითამაშებს - ცნობილია რა თანხას მიიღებს ქართველი ხელფასის სახით
თორნიკე შენგელია რუსულ კლუბში ითამაშებს - ცნობილია რა თანხას მიიღებს ქართველი ხელფასის სახით
15-06-2020, 18:19
ვრცლად
ცნობილი ხდება, თუ სპორტის რომელი სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი
ცნობილი ხდება, თუ სპორტის რომელი სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი
4-04-2020, 16:53
ვრცლად
“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
4-04-2020, 16:24
ვრცლად
უყურეთ და დატკბით - ასეთი სილამაზე იშვიათია (ფოტოგალერეა)
უყურეთ და დატკბით - ასეთი სილამაზე იშვიათია (ფოტოგალერეა)
19-03-2020, 00:16
ვრცლად
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული საქციელი
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული საქციელი
15-03-2020, 12:16
ვრცლად
ტრაგედია - რა დაემართა ახლახანს წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძას
ტრაგედია - რა დაემართა ახლახანს წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძას
14-03-2020, 00:10
ვრცლად
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
1-03-2020, 19:05
ვრცლად
ზიდანი :
ზიდანი : "ყველაფერს გავაკეთებთ "ელ კლასიკოს" მოსაგებად"
1-03-2020, 19:04
ვრცლად
ოფიციალურად: ფიური და უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან
ოფიციალურად: ფიური და უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან
1-03-2020, 19:03
ვრცლად
რაფაელ ნადალმა ATP აკაპულკო მოიგო და ჩინებული რეკორდი დაამყარა
რაფაელ ნადალმა ATP აკაპულკო მოიგო და ჩინებული რეკორდი დაამყარა
1-03-2020, 19:02