18 წლის გოგონა, რომელიც საკუთარი ახალშობილის მკვლელობაში ამხილეს

18 წლის გოგონა, რომელიც საკუთარი ახალშობილის მკვლელობაში ამხილეს

+1 2019-12-16
18 წლის გოგონა, რომელიც საკუთარი ახალშობილის მკვლელობაში ამხილეს
18 წლის სკაილარ რიჩარდსონის ამბავი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა. გოგონამ ყველასგან მალულად იმშობიარა, ახალშობილი კი ბაღში დამარხა. საზოგადოებამ და პროკურატურამ ის "21-ე საუკუნის მონსტრად" შერაცხა.

2017 წლის გაზაფხული სამუდამოდ დარჩება სკაილარ რიჩარდსონის მეხსიერებაში. ეს ის მომენტია, როცა მან სკოლა დაასრულა, გამოსაშვებ საღამოზე ყველაზე ლამაზად გამოიყურებოდა და ყველას ყურადღებას იქცევდა, ჰყავდა საკუთარი კაბრიოლეტი. გოგონა მდიდარი ოჯახიდანაა, ჰქონდა სასურველი ნივთები, ჰყავდა მეგობარი ბიჭი და პროგრესული მშობლები. იმ წელს
უნივერსიტეტში უნდა ჩაებარებინა, თუმცა, უნივერსიტეტის ნაცვლად, 18 წლის ასაკში ციხეში აღმოჩნდა. მას ბრალად ედებოდა საკუთარი შვილის მკვლელობა და შემდეგ მისი დაწვა.

პროკურორის განცხადებით, გოგონამ ორსულობა განზრახ დამალა, მალულად იმშობიარა და შემდეგ ახალშობილი მოკლა, ცხედარი დაწვა და დამარხა. სასამართლოზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვდა, უვადო პატიმრობა გამოეყენებინათ დამნაშავის წინააღმდეგ.
აღნიშნულ ფაქტს პრესაც გამოეხმაურა და საკმაოდ სკანდალური სათაურებით აქვეყნებდნენ ინფორმაციას გოგონაზე. სოციალურ ქსელში უარესი ამბავი იყო ატეხილი. ყოველდღე ახალ-ახალი ინფორმაცია ვრცელდებოდა რიჩარდსონის წინააღმდეგ. წერდნენ, როგორ ჰქონდა მთელი ორსულობის პერიოდში გოგონას მუცელი აკრული, რომ მისი ზრდა ვერავის შეენიშნა. მოგვიანებით, მას სხვა ბავშვების მკვლელობაშიც კი სდებდნენ ბრალს.

მისი სახლი, ფაქტობრივად, ყოველდღიურად გარშემორტყმული იყო ჟურნალისტებითა და მეზობლებით. გოგონას მეგობრების უმეტესობამ ზურგი
აქცია და სოციალურ ქსელში მის ლანძღვას შეუერთდნენ.
საქმის პროკურორმა დიდი პოპულარობა მოიპოვა საზოგადოებაში. განაცხადა, რომ დამნაშავე, დედასთან ერთად მხოლოდ რეპუტაციის გადარჩენაზე ფიქრობდა. თუმცა, ფაქტი იმ პერიოდისათვის არ დასტურდებოდა, არც სამედიცინო დასკვნა იყო. გოგონას მეგობრები საუბრობდნენ, რომ რიჩარდსონს ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა.
ეს გარკვეულწილად სიმართლე იყო, რადგან 12 წლის ასაკში სკაილარ რიჩარდსონს ბულიმია, ანორექსია და დეპრესიული აშლილობა დაუდგინდა.

2019 წელს სასამართლომ, საქმის საფუძვლიანად განხილვის შედეგად, გოგონა გაამართლა, საზოგადოება არ იაზიარებდა მათ აზრს და კვლავ განაგრძობდნენ მის დადანაშაულებას.

ფაქტობრივად, ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა.

2017 წლის 6 აპრილს, გამოსაშვებ საღამომდე 2 კვირით ადრე, კიმ რიჩარდსონმა შვილი გინეკოლოგთან წაიყვანა. მან იცოდა, რომ სკაილარს სხვადასხვა ბიჭთა ჰქონდა ურთიერთობა, თუმცა ამის წინააღმდეგი არ ყოფილა და მის საქმეებშიც არასდროს ერეოდა. მათ ორსულობის საწინააღმდეგო აბების გამოწერა მოითხოვეს, თუმცა არასრულწლოვანზე მისი გაცემა არ შეიძლებოდა. თუმცა, დედას უთხრეს, რომ მის გოგონას აღარ სჭირდებოდა აბები, რადგან ის 32 კვირის ორსული იყო. სკაილარმა დედას აუხსნა, რომ ყველაფრის მოყოლას აპირებდა, თუმცა საჭირო დროს ეძებდა.

5 მაისს სკაილარმა და მისმა მეგობარმა ბიჭმა, ბრენდონმა, სახლში გამოსაშვები საღამოს კოსტიუმებში გადაიღეს ფოტოები. თუ ფოტოს კარგად დააკვირდებით, ალუბლისფერ კაბაში შეამჩნევთ, რომ გოგონას მუცელი ეტყობა. თუმცა მაშინ ყურადღება არავის მიუქცევია, რადგან ჩათვალეს, რომ წონაში მოიმატა. გამოსაშვებ საღამოზე რიჩარდსონი კარგად გაერთო, თუმცა ალკოჰოლს არ მიკარებია.

მეორე დღეს სკაილარს საშინელი ტკივილი დაეწყო მუცლისა და ზურგის არეში. მას ვერ წარმოედგინა, რომ მშობიარობა დაეწყებოდა. ტუალეტში შესულმა, უცებ წამოიძახა: "რაღაც გამოდის". უნიტაზზე შენიშნა, რომ ბავშვს უკვე აჩენდა. შვილის დამოუკიდებლად გაჩენა შეძლო, თუმცა როცა ხელში აიყვანა, ნახა, რომ ახალშობილი არ სუნთქავდა. მის მშობლებსა და ძმას დაბლა სართულზე ეძინათ და ვერავინ ვერაფერი გაიგო. გოგონას სისხლდენა დაეწყო, თუმცა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეკრძალა საკუთარი გარდაცვლილი ქალიშვილი. სინათლის ჩართვის გარეშე, ფარეხიდან აიღო იარაღი და გარეთ გავიდა. მიუხედავად ძალიან დიდი ფიზიკური ტკივილისა, მაინც დაკრძალა ბავშვი. "ანაბელი" დაარქვა შვილს, დამარხა და ვარდიც დაადო საფლავზე. მეორე დღეს სკოლაში წავიდა.

შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, კვლავ დაორსულდა და გინეკოლოგთან წავიდა არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად. თუმცა, ექიმმა მისი წინა ორსულობის შესახებ იცოდა. გოგონამ ყველაფერი აღიარა და საშინლად ტიროდა. ირგვლივ ყველას ესმოდა ყველაფერი.

კანონის თანახმად, ექიმი ვალდებული იყოს პოლიციისათვის შეეტყობინებინა. გოგონა ოჯახის წევრებისა და ადვოკატის გარეშე წაიყვანეს დაკითხვაზე და მანაც ყველაფერი ისე მოყვა, როგორც იყო.
სკაილარი ორი წელი შინაპატიმრობაში იყო. ამ ხნის განმავლობაში, არაფერს ჭამდა. ამბობდა: "ნეტავ მე მომკვდარიყავი იმ ღამით, ანაბელის ნაცვლად". აღარ იყენებდა სოციალურ ქსელს, რადგან იქ ყველა მასზე საუბრობდა და "მონსტრს" უწოდებდა. დაიწყო კითხვა, ქსოვა და საოჯახო საქმეების შესწავლა. ძალიან დიდი სტრესის ქვეშ იყო. სასამართლოებზე პროკურორი მუდმივად იმეორებდა, რომ მან შვილი დაწვა. თუმცა, სამედიცინო დასკვნა კვლავ არ ადასტურებდა ამ ფაქტს.

"ვიგრძენი, რომ იმ დროს მოვკვდი", - ამბობდა რიჩარდსონი. მის სახლთან ხმაური არ წყდებოდა. პროკურატურამ გოგონას ბრალის აღიარების სანაცვლოდ 15-წლიანი პატიმრობა შესთავაზა. თავიდან ფიქრობდა, რომ დათანხმდებოდა, მაგრამ მერე თქვა: "ვერ ვაღიარებ იმ დანაშაულს, რაც არ ჩამიდენია."

ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ, ხუთმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლომ გოგონა უდანაშაულოდ სცნო. 3-წლიანი პატიმრობა კი ცხედრისთვის არასათანადო მოპყრობისთვის მიუსაჯეს.

ერთ დროს სკოლის ყველაზე პოპულარული გოგონა, მოულოდნელად გახდა ძალიან დიდი კრიტიკისა და ქილიკის ობიექტი. ახლა ის იმ იურისტის დამხმარედ მუშაობს, რომელმაც მისი დაცვა გადაწყვიტა. ებრძვის კვებით დარღვევებს და ძალიან მძიმე დეპრესიას. 2019 წელს სკაილარის ოჯახმა გარდაცვლილი შვილიშვილისთვის ქალაქთან ახლოს სპეციალური ძეგლი აღმართა. დედა კი ძალიან ხშირად მიდის ძეგლთან და ყვავილებიც მიაქვს.
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
შაქარაშვილისა და შალამბერიძის ხსოვნისთვის - ქუთაისელი გულშემატკივრის ბანერები
შაქარაშვილისა და შალამბერიძის ხსოვნისთვის - ქუთაისელი გულშემატკივრის ბანერები
29-06-2020, 01:55
ვრცლად
ხამესს ჩინეთში არ სურს
ხამესს ჩინეთში არ სურს
29-06-2020, 01:52
ვრცლად
დორმუნდიდან ინტერში - ჰაკიმი იტალიას უახლოვდება
დორმუნდიდან ინტერში - ჰაკიმი იტალიას უახლოვდება
29-06-2020, 01:51
ვრცლად
საკრამენტოს სამ მოთამაშეს COVID-19-ით ინფიცირება დაუდგინდათ
საკრამენტოს სამ მოთამაშეს COVID-19-ით ინფიცირება დაუდგინდათ
29-06-2020, 01:49
ვრცლად
MARCA: ბარსელონას მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოებაა
MARCA: ბარსელონას მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოებაა
29-06-2020, 01:44
ვრცლად
თორნიკე შენგელია რუსულ კლუბში ითამაშებს - ცნობილია რა თანხას მიიღებს ქართველი ხელფასის სახით
თორნიკე შენგელია რუსულ კლუბში ითამაშებს - ცნობილია რა თანხას მიიღებს ქართველი ხელფასის სახით
15-06-2020, 18:19
ვრცლად
ცნობილი ხდება, თუ სპორტის რომელი სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი
ცნობილი ხდება, თუ სპორტის რომელი სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი
4-04-2020, 16:53
ვრცლად
“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
4-04-2020, 16:24
ვრცლად
უყურეთ და დატკბით - ასეთი სილამაზე იშვიათია (ფოტოგალერეა)
უყურეთ და დატკბით - ასეთი სილამაზე იშვიათია (ფოტოგალერეა)
19-03-2020, 00:16
ვრცლად
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული საქციელი
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული საქციელი
15-03-2020, 12:16
ვრცლად
ტრაგედია - რა დაემართა ახლახანს წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძას
ტრაგედია - რა დაემართა ახლახანს წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძას
14-03-2020, 00:10
ვრცლად
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
1-03-2020, 19:05
ვრცლად
ზიდანი :
ზიდანი : "ყველაფერს გავაკეთებთ "ელ კლასიკოს" მოსაგებად"
1-03-2020, 19:04
ვრცლად
ოფიციალურად: ფიური და უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან
ოფიციალურად: ფიური და უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან
1-03-2020, 19:03
ვრცლად
რაფაელ ნადალმა ATP აკაპულკო მოიგო და ჩინებული რეკორდი დაამყარა
რაფაელ ნადალმა ATP აკაპულკო მოიგო და ჩინებული რეკორდი დაამყარა
1-03-2020, 19:02