
ყვარელის ერთ-ერთ სოფელში ხანძრის შედეგად მიყენებული დამწვრობით 30 წლის ქალი დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ხნის წინ მოხდა, რომელსაც 12 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ახლობლების თქმით, მოზრდმა სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო, რა დროსაც ეს უბედურება დატრიალდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრმა ღუმელის ასანთებად დიზელის ნაცვლად, ბენზინი გამოიყენა, რის შედეგადაც ბოთლში დარჩენილი საწვავი აფეთქდა. მთელი სახლზე ცეცხლი იყო მოდებული, ამბობს მეზობელი.
шаблоны для dle 11.2