დღეს ფიფამ ახალი რეიტინგი გაავრცელა. საქართველოს ეროვნული ნაკრები უკანასკნელ რეიტინგთან შედარებით 3 საფეხურით დაწინაურდა და 1269 ქულით 89-ე ადგილს იკავებს.
ერთა ლიგაზე ჩვენი მოწინააღმდეგე ბელარუსის ეროვნული ნაკრები 76-ე ადგილზეა.
ათეული ასე გამოიყურება:
- ბელგია - 1727 ქულა
- საფრანგეთი - 1726
- ბრაზილია - 1676
- ხორვატია - 1634
- ინგლისი - 1631
- პორტუგალია - 1614
- ურუგვაი - 1609
- შვეიცარია - 1599
- ესპანეთი - 1591
- დანია - 1589
წყარო:>setanta.ge
шаблоны для dle 11.2