"ნუ მაყვედრით ნურც პრემიას და ნურც 400 ლარიან ხელფასს" - ლევან საგინაშვილი ფედერაციის განცხადებას გამოეხმაურა

"ნუ მაყვედრით ნურც პრემიას და ნურც 400 ლარიან ხელფასს" - ლევან საგინაშვილი ფედერაციის განცხადებას გამოეხმაურა

0 2019-10-11

ქართველი ჰალკი, ლევან საგინაშვილი ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას ამბობდა, რომ საქართველოში არ აფასებენ და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას არ გამორიცხავს.

ლევანის მტკიცებით, ბოლო ტურნირიდან დაბრუნების შემდეგ, აეროპორტშიც არავინ დახვდა.

ფაქტს  სპორტის მართვისა და განვითარების დეპარტამენტი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა:

"ლევან საგინაშვილმა 2018 წელს საქართველოს ნაკრების სახელით მონაწილეობა მიიღო მკლავჭიდის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამასთან ორივე ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების სანაცვლოდ მიიღო სახელმწიფოსგან დაწესებული კუთვნილი პრემია.

2019 წელს საგინაშვილმა გადაწყვიტა კომერციულ ტურნირებში მონაწილეობა, რასაც პირდაპირ კრძალავს მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია. სწორედ ამიტომ, მან გამოტოვა წლეულს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ საგინაშვილი რჩება ეროვნული ნაკრების წევრად და იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის კომერციულ ტურნირებში მონაწილეობაზე, კვლავ დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ საერთაშორისო ფედერაცია არ მისცემს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალებას, რაც მოხდება საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციისგან დამოუკიდებლად.

სამინისტრო, მლავჭიდის ფედერაციას უფინანსებს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობას. შესაბამისად, ვერ დავუშვებთ გამონაკლისს და ვერ დავაფინანსებთ ამა თუ იმ სპორტსმენის კომერციულ ტურნირში მონაწილეობას, მითუმეტეს მაშინ როცა ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტს და სპორტსმენს უკრძალავს საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას", - ნათქვამია განცხადებაში

აღნიშნულს ქართველი ჰალკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა :

"მე სახელმწიფოსგან, სამინისტროსგან და მითუმეტეს ფედერაციისგან ფული არ მომითხოვია. მე გავაკეთე განცხადება იმაზე, რომ ელემენტარული მოლოცვითაც არავის მოულოცავს, თითქოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავი! რაც შეეხება პრემიებს, მე რასაც ჩემი შრომით და წარმატებით ვაღწევდი, იმას ვიღებდი და უკვე მერამდენედ მაყვედრით მაგ ფულს, რომელიც დავიმსახურე ჩემი გამარჯვებებით და იმიტომ მივიღე. არავის არაფერი უჩუქებია. ასე რომ ნუ მაყვედრით ნურც პრემიას და ნურც 400 ლარიან ხელფასს. რაც შეეხება ამ ტურნირს, აღიარებულია თუ არაღირებულია მსოფლიო ფედერაციისგან, ეს შეჯიბრი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანია ამ სპორტში დღესდღეობით. მე ჩემი ქვეყნის სახელის გასატანად გავედი პირველ რიგში და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ ჩემი სამშობლოს და ხალხისთვის!" - დაწერა ლევან საგინაშვილმა.шаблоны для dle 11.2
ვრცლად
უყურეთ და დატკბით - ასეთი სილამაზე იშვიათია (ფოტოგალერეა)
უყურეთ და დატკბით - ასეთი სილამაზე იშვიათია (ფოტოგალერეა)
19-03-2020, 00:16
ვრცლად
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული საქციელი
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული საქციელი
15-03-2020, 12:16
ვრცლად
ტრაგედია - რა დაემართა ახლახანს წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძას
ტრაგედია - რა დაემართა ახლახანს წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძას
14-03-2020, 00:10
ვრცლად
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
1-03-2020, 19:05
ვრცლად
ზიდანი :
ზიდანი : "ყველაფერს გავაკეთებთ "ელ კლასიკოს" მოსაგებად"
1-03-2020, 19:04
ვრცლად
ოფიციალურად: ფიური და უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან
ოფიციალურად: ფიური და უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან
1-03-2020, 19:03
ვრცლად
რაფაელ ნადალმა ATP აკაპულკო მოიგო და ჩინებული რეკორდი დაამყარა
რაფაელ ნადალმა ATP აკაპულკო მოიგო და ჩინებული რეკორდი დაამყარა
1-03-2020, 19:02
ვრცლად
"ელ კლასიკომდე" პერესი ზიდანს შეხვდა - რა დიალოგი შედგა მათ შორის ?
1-03-2020, 19:01
ვრცლად
ნინო ოძელაშვილი სამბოს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
ნინო ოძელაშვილი სამბოს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
21-02-2020, 18:51
ვრცლად
რუსი ბეჭებზე გაკრულია ! ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის გრანდლსემის ფინალში გავიდა (ვიდეო)
რუსი ბეჭებზე გაკრულია ! ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის გრანდლსემის ფინალში გავიდა (ვიდეო)
21-02-2020, 18:21
ვრცლად
გილოცავთ ! გენო პეტრიაშვილი ახლახანს ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)
გილოცავთ ! გენო პეტრიაშვილი ახლახანს ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)
17-02-2020, 00:12
ვრცლად
გიორგი ჭანტურიამ “საბურთალო” დატოვა
გიორგი ჭანტურიამ “საბურთალო” დატოვა
16-02-2020, 14:09
ვრცლად
რომან დოლიძის კომენტარი მერაბ დვალიშვილის მორიგ გამარჯვებაზე
რომან დოლიძის კომენტარი მერაბ დვალიშვილის მორიგ გამარჯვებაზე
16-02-2020, 14:03
ვრცლად
რა ღირს საქართველო - ბელარუსის მატჩის ბილეთები?
რა ღირს საქართველო - ბელარუსის მატჩის ბილეთები?
16-02-2020, 14:03
ვრცლად
"ყველა რომ მერაბის მსგავსი იყოს.." - ალ იაკინტა დვალიშვილზე საუბრობს
16-02-2020, 14:02