ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში, "იუვენტუსმა" "ვალენსია" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლის ავტორი მარიო მანჯუკიჩი გახდა, რომელმაც 59-ე წუთზე, კრიშტიანუ რონალდუს დიდებული გადაცემით იხეირა და ესპანელთა კარი აიღო. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მე-100 გამოდგა და ის ამ მაჩვენებლით ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე იმაზე მეტი მოგება აქვს, ვიდრე ტურნირში მონაწილე 140 გუნდიდან 136-ს.шаблоны для dle 11.2