საქართველოს ნაკრები მსოფლიოს შესარჩევს იტალიაში ითამაშებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს შესარჩევს იტალიაში ითამაშებს

+1 2019-08-31
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს შესარჩევს იტალიაში ითამაშებს
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2021 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდს იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ 10-12 იანვარს, იტალიაში ითამაშებს, ხოლო ევრო 2022-ის მთავარს საკვალიფიკაციო რაუნდში გასასვლელ პლეი-ოფს, ფინეთის წინააღმდეგ - 19-26 იანვრის შუალედში. 

უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელი მეორე ეტაპის, პლეი-ოფის საგზურს იღებს 4 ჯგუფის თითო გამარჯვებული. პლეი-ოფი 2020 წლის აპრილსა და ივნისში გაიმართება.

პირველი ეტაპის 4 შესარჩევი ჯგუფის წილისყრა ივლისში გაიმართა. 4 ჯგუფიდან მხოლოდ მეორე ჯგუფმა (ისრაელი, საბერძნეთი, ფინეთი, კვიპროსი) არჩია ორ წრედ და მიმოსვლით თამაში. ეს შეჯიბრება 23 ოქტომბერს დაიწყება და 12 იანვარს დასრულდება.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციასაც მიმოსვლით თამაში ერჩივნა, თუმცა, ჩვენმა სამივე მეტოქემ - იტალიამ, რუმინეთმა და კოსოვომ ერთწრიანი ტურნირი ამჯობინა, ასეთ შემთხვევაში კი უმრავლესობის აზრი იმარჯვებს, ხოლო ტურნირის მასპინძელ ქვეყანას წილისყრა ადგენს.

წილისყრა დღეს გაიმართა და მასპინძლობის უფლება იტალიას, ლიტვასა და თურქეთს ერგოთ. მეორე პრიორიტეტი ჩვენს ჯგუფში საქართველოს აქვს, მაგრამ იტალიის ფედერაცია ნამდვილად აპირებს კვალიფიკაციის მასპინძლობას და დრო და ადგილიც შერჩეული აქვს - ქალაქი პესკარა, 2020 წლის 10-12 იანვარი. კლასიკური განრიგით, პირველ ტურში რუმინეთთან თამაში გვიწევს, 11 იანვარს - იტალიასთან, ხოლო 12 იანვარს - კოსოვოსთან.

რაც შეეხება ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი შესარჩევი ტურნირის მეორე რაუნდს, პლეი-ოფს, აქ ივლისში მეტოქედ გვერგო ფინეთი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს მიმოსვლით თამაშობს და ექვსივე სათამაშო დღე ოქტომბერსა და იანვრის პირველ ნახევარში დაკავებული აქვს. შესაბამისად, რჩება ერთადერთი შუალედი - 19-დან 26 იანვრამდე. ზუსტ სათამაშო დღეებს ევროპის ფედერაცია დაასახელებს, ხოლო წინასწარ ისაა ცნობილი, რომ პირველი მატჩი საქართველოში გაიმართება.

საქართველო-ფინეთისა და კიდევ ორი წყვილის გამარჯვებულები 2020 წლის ოქტომბრიდან ჩაებმებიან ორწრიან შესარჩევ ტურნირში, რომელშიც მონაწილეობს ევროპის უძლიერესი 32 გუნდი. შეიქმნება 8 ოთხგუნდიანი ჯგუფი. ფინალურ ეტაპზე გავლენ ჯგუფების 2-2 საუკეთესო ნაკრები და ჯგუფებს შორის 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი.

ევროპის ჩემპიონატი გაიმართება 2022 წლის იანვარში სლოვაკეთსა და უნგრეთში, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატს 2021 წლის იმავე თვეში ეგვიპტე მასპინძლობს.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

ოქტომბერი 2019-იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ პლეი-ოფში

1 ჯგუფი. ლიტვა, სლოვაკეთი, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი - ლიტვაში

2 ჯგუფი. ისრაელი, საბერძნეთი, ფინეთი, კვიპროსი - მიმოსვლით, ორ წრედ

3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო - იტალიაში

4 ჯგუფი. თურქეთი, ბელგია, ესტონეთი - თურქეთში

 

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

ოქტომბერი 2019-იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში

საქართველო-ფინეთი - ორი მატჩი, მიმოსვლით, 2020 წლის 19-26 იანვარს

ლუქსემბურგი - ესტონეთი, კვიპროსი - ბელგია
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
ცნობილი ხდება, თუ სპორტის რომელი სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი
ცნობილი ხდება, თუ სპორტის რომელი სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი
4-04-2020, 16:53
ვრცლად
“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
4-04-2020, 16:24
ვრცლად
უყურეთ და დატკბით - ასეთი სილამაზე იშვიათია (ფოტოგალერეა)
უყურეთ და დატკბით - ასეთი სილამაზე იშვიათია (ფოტოგალერეა)
19-03-2020, 00:16
ვრცლად
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული საქციელი
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული საქციელი
15-03-2020, 12:16
ვრცლად
ტრაგედია - რა დაემართა ახლახანს წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძას
ტრაგედია - რა დაემართა ახლახანს წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძას
14-03-2020, 00:10
ვრცლად
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
1-03-2020, 19:05
ვრცლად
ზიდანი :
ზიდანი : "ყველაფერს გავაკეთებთ "ელ კლასიკოს" მოსაგებად"
1-03-2020, 19:04
ვრცლად
ოფიციალურად: ფიური და უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან
ოფიციალურად: ფიური და უაილდერი ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან
1-03-2020, 19:03
ვრცლად
რაფაელ ნადალმა ATP აკაპულკო მოიგო და ჩინებული რეკორდი დაამყარა
რაფაელ ნადალმა ATP აკაპულკო მოიგო და ჩინებული რეკორდი დაამყარა
1-03-2020, 19:02
ვრცლად
"ელ კლასიკომდე" პერესი ზიდანს შეხვდა - რა დიალოგი შედგა მათ შორის ?
1-03-2020, 19:01
ვრცლად
ნინო ოძელაშვილი სამბოს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
ნინო ოძელაშვილი სამბოს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა
21-02-2020, 18:51
ვრცლად
რუსი ბეჭებზე გაკრულია ! ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის გრანდლსემის ფინალში გავიდა (ვიდეო)
რუსი ბეჭებზე გაკრულია ! ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის გრანდლსემის ფინალში გავიდა (ვიდეო)
21-02-2020, 18:21
ვრცლად
გილოცავთ ! გენო პეტრიაშვილი ახლახანს ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)
გილოცავთ ! გენო პეტრიაშვილი ახლახანს ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)
17-02-2020, 00:12
ვრცლად
გიორგი ჭანტურიამ “საბურთალო” დატოვა
გიორგი ჭანტურიამ “საბურთალო” დატოვა
16-02-2020, 14:09
ვრცლად
რომან დოლიძის კომენტარი მერაბ დვალიშვილის მორიგ გამარჯვებაზე
რომან დოლიძის კომენტარი მერაბ დვალიშვილის მორიგ გამარჯვებაზე
16-02-2020, 14:03