ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელ ბრუკსბის მოუგო და მსოფლიოს მე-15 ჩოგანი გახდა!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელ ბრუკსბის მოუგო და მსოფლიოს მე-15 ჩოგანი გახდა!

0 2019-08-30
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელ ბრუკსბის მოუგო და მსოფლიოს მე-15 ჩოგანი გახდა!
ოცდამეთორმეტედფინალურ შეხვედრაში ნიკოლოზ ბასილაშვილის (N16) მეტოქე ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი იყო.

მოლოდინის მიუხედავად მატჩის საწყისი ეტაპი ბრუკსბის აშკარა უპირატესობით წარიმართა. მან ბასილაშვილის პირველივე მოწოდება მოიგო და სეტი გამარჯვებით დაასრულა – 6:3 (1:0, 2:0, 3:0, 3:1, 4:1, 4:2, 5:2, 5:3, 6:3).

კიდევ უფრო დამაჯერებლი იყო ანგარიში მეორე სეტის დასაწყისში – 4:0. ზედიზედ მეორე სეტის წაგების საშიშროების წინაშე დამდგარმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეძლო თავისი მოწოდების მოგება და იქვე პირველად მოახერხა მეტოქეის დაბრეიკება. ამის შემდეგ მეტოქეებმა თავ-თავიანთი გეიმები მოიგეს და ანგარიშზე 5:4 ბრუკსბის სეტ ბოლი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ბასილაშვილმა, თავის მხრივ, ორჯერ ვერ გამოიყენა გეიმ-პოინტი, თუმცა მესამე შანსი აღარ გაუშვა ხელიდან და ანგარიში გათანაბრდა – 5:5. სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა. ბასილაშვილმა გაიმარჯვა 7:6(7:3) და სეტებში ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

მესამე სეტი ერთობ საინტერესოდ წარიმართა. ბასილაშვილი დაწინაურდა 2:0, მაგრამ ბრუკსმა ჩამორჩენა აღმოფხვრა და თავად დაწინაურდა 2 ქულის სხვაობით. საბოლოოდ მაინც ბასილაშვილმა იმარჯვა 7:5 (1:0, 2:0, 2:1, 2:2. 2:3, 2:4, 3:4, 4:4, 4:5, 5:5, 6;5, 7:5). სეტის მსვლელობისას ნიკამ 4-ჯერ დააბრეიკა მეტოქე, თავად კი სამჯერ დაბრეიკდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა მეოთხე სეტი 6:2(1:0, 2:0, 3:0, 3:1, 3:2, 4:2, 5:2, 6;2) და, მასთან ერთად, მატჩიც 3:6, 7:6(7:3), 7:5, 6:2

ამ გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილს 1895 ქულა დაუგროვდა, რაც რეიტინგში სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონის გადასასწრებლად და მე-15 ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მეთექვსმეტედფინალში კვალიფიკაციის გავლით ძირითად ბადეში მოხვედრილი და ოცდამეთორმეტედფინალში მასპინძელი რეილი ოპელკას მოულოდნელად მძლეველი გერმანელი დომენიკ კიოპფერი (N102) იქნება. მისი დამარცხების შემთხვევაში ნიკას მეტოქე რუს დანილ მედვედევს (N5) და ესპანელ ფელიციანო ლოპესს (N51) შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ შარშან აგვისტოს ბოლოს ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 37-ე, ხოლო დანილ მედვედევი კი 36-ე ადგილზე იყო.
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
გილოცავთ ! გენო პეტრიაშვილი ახლახანს ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)
გილოცავთ ! გენო პეტრიაშვილი ახლახანს ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)
გუშინ, 00:12
ვრცლად
გიორგი ჭანტურიამ “საბურთალო” დატოვა
გიორგი ჭანტურიამ “საბურთალო” დატოვა
16-02-2020, 14:09
ვრცლად
რომან დოლიძის კომენტარი მერაბ დვალიშვილის მორიგ გამარჯვებაზე
რომან დოლიძის კომენტარი მერაბ დვალიშვილის მორიგ გამარჯვებაზე
16-02-2020, 14:03
ვრცლად
რა ღირს საქართველო - ბელარუსის მატჩის ბილეთები?
რა ღირს საქართველო - ბელარუსის მატჩის ბილეთები?
16-02-2020, 14:03
ვრცლად
"ყველა რომ მერაბის მსგავსი იყოს.." - ალ იაკინტა დვალიშვილზე საუბრობს
16-02-2020, 14:02
ვრცლად
მერაბ დვალიშვილის მიმართვა გულშემატკივრებს UFC-ში ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვების შემდეგ
მერაბ დვალიშვილის მიმართვა გულშემატკივრებს UFC-ში ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვების შემდეგ
16-02-2020, 14:02
ვრცლად
ლომაძის ულამაზესი ილეთი სერბი ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ (ვიდეო)
ლომაძის ულამაზესი ილეთი სერბი ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ (ვიდეო)
11-02-2020, 16:26
ვრცლად
ბრავოო - ნუგზარ წურწუმიამ თურქი მეტოქე ბოლო წამებზე დაამარცხა (ვიდეო)
ბრავოო - ნუგზარ წურწუმიამ თურქი მეტოქე ბოლო წამებზე დაამარცხა (ვიდეო)
4-02-2020, 00:18
ვრცლად
როცა რუსეთის დროშას ზევიდან უყურებ - რა მოხდა ახლახანს რომში ტალახაძის დაჯილდოვებისას (ვიდეო)
როცა რუსეთის დროშას ზევიდან უყურებ - რა მოხდა ახლახანს რომში ტალახაძის დაჯილდოვებისას (ვიდეო)
1-02-2020, 00:09
ვრცლად
დაუჯერებელი ილეთი - გიორგი ტაბატაძემ მოწინააღმდეგე ჰაერში გაგუდა (ვიდეო)
დაუჯერებელი ილეთი - გიორგი ტაბატაძემ მოწინააღმდეგე ჰაერში გაგუდა (ვიდეო)
1-02-2020, 00:03
ვრცლად
რომი დაიპყრო ! ლაშა ტალახაძემ მსოფლიო თასზე იასპარეზა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)
რომი დაიპყრო ! ლაშა ტალახაძემ მსოფლიო თასზე იასპარეზა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)
31-01-2020, 23:45
ვრცლად
კახა კალაძე ახლახანს კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურა
კახა კალაძე ახლახანს კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურა
28-01-2020, 00:29
ვრცლად
“ახლახანს მოიყვანა ცოლი და…” – რას ამბობენ ფრანგი თანაგუნდელები ქართველი მორაგბის გარდაცვალაბაზე
“ახლახანს მოიყვანა ცოლი და…” – რას ამბობენ ფრანგი თანაგუნდელები ქართველი მორაგბის გარდაცვალაბაზე
27-01-2020, 23:44
ვრცლად
EXCLUSIVE | საგა ტორპედოზე დასრულებულია...
EXCLUSIVE | საგა ტორპედოზე დასრულებულია...
27-01-2020, 23:31
ვრცლად
ინტერნეტში კობი ბრაიანტის თვითმფრინავის ჩამოვარდნის კადრები გავრცელდა (ვიდეო)
ინტერნეტში კობი ბრაიანტის თვითმფრინავის ჩამოვარდნის კადრები გავრცელდა (ვიდეო)
27-01-2020, 01:24