ვლადიმირ ვაისის სია - სლოვაკის "ხუშტურებით" შედგენილი განაცხადი

ვლადიმირ ვაისის სია - სლოვაკის "ხუშტურებით" შედგენილი განაცხადი

0 2019-08-28
ვლადიმირ ვაისის სია - სლოვაკის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამხრეთ კორეასთან ამხანაგური შეხვედრისა და დანიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მატჩისთვის ცნობილია. ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელს უხმო, რამაც არაერთგვაროვანი შთაბეჭდილებები დატოვა.

ხშირად არის, როდესაც სლოვაკს შემადგენლობის შერჩევისას აკრიტიკებდნენ, თუმცა ამჯერად გარკვეულ უსამართლობასაც აქვს ადგილი და ვერ ვიტყვით, რომ ეს საუკეთესოთა ნაკრებია.

ჯერ კიდევ სანამ შემადგენლობა გამოცხადდებოდა, ჩვენ ვწერდით, რომ ვაისს დიდი თავის ტკივილი ელოდა ფეხბურთელების შერჩევისას, თუმცა ეს არ ითვალისწინებდა გარკვეული საჭირო ფეხბურთელების განაცხადს მიღმა დატოვებას. შევეცდებით, პოზიციონირებით მივყვეთ.

მეკარეები
გიორგი ლორია და გიორგი მაკარიძე საქართველოს ნაკრების
უცვლელი მეკარეები არიან, როინ კვასხვაძე კი სიაში ტრავმის გამო ვერ მოხვდა.

რაც შეეხება ლაზარე კუპატაძეს, მასზე უკეთესი ვარიანტებიც იყო: ლუკა გუგეშაშვილის, გიორგი მამარდაშვილის და მიხეილ ალავიძის სახით. თუმცა პირველ ორს ახალგაზრდულში უხმეს, მესამე კი სლოვაკისთვის უცნობია და ნაცნობი ვარიანტი გაიმეორა.

ყველაზე გასაკვირი და უცნაური ფაქტი ის არის, რომ ლაზარე კუპატაძე თავის კლუბშიც კი არ არის ნომერ პირველი მეკარე. ალავიძე პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და კუპატაძეს 2019 წელს ეროვნულ ლიგაში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ლუქსემბურგში - 3.

დაცვა
ცენტრალური დაცვის შემადგენლობა ლოგიკურიც იყო და კითხვებიც არ არის, მაგრამ როდის მერე გახდა ჯამბულ ჯიღაური ფლანგის მცველი? ერთხელ უკვე ვიხილეთ ვაისის მიერ მსგავსი არჩევანი და გვახსოვს მისი გადაწყვეტილების კრახიც.

ამავდროულად, ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ნიკა მალი უნდა იყოს ნაკრებში გამოძახებული. ამ ეტაპზე მისი საჭიროება ახალგაზრდულ ნაკრებში უფროა. შესაბამისად, არც უნდა ყოფილიყო. რადგან ოთარ კაკაბაძის შემცვლელების დიდი არჩევანიც არ გვაქვს, შეიძლებოდა ჯიღაურის თანაგუნდელის, ლევან გეგეჭკორის გამოძახება.

ნახევარდაცვა
ჯაბა კანკავა ნაკრებში რატომ უნდა გამოიძახო? ის დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან შეხვედრაში ვერ ითამაშებს და ამხანაგურ შეხვედრაში რა უნდა გააკეთოს ისეთი, რაც სლოვაკმა არ იცის ან არ უნახავს? თავისუფლად შეეძლო კანკავა დაესვენებინა და იმავე შემთხვევაში ლაშა პარუნაშვილი გამოეძახებინა.

დანიის ნაკრებთან რთული დაპირისპირებიდან გამომდინარე, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ მურთაზ დაუშვილს ვაისი ნაკრებში უხმობდა, რადგან ის კანკავას სტილის მოთამაშეა და მეტოქის შეტევების ჩაშლის პროცესში საკმაოდ დიდი როლი დაეკისრებოდა. ვაისის პრაგმატულობიდან გამომდინარე, დანიასთან სამ საყრდენ ნახევარმცველს მაინც უნდა ველოდოთ. გაფართოებულ შემადგენლობაშია ნიკა კვეკვესკირი, რომელსაც, თუ მოასწრებს გამოჯანმრთელებას, ალბათ, ნაკრებში ვიხილავთ.

ახლა კი ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა ვისაუბრო, რაც ნებისმიერ შემთხვევაში სამარცხვინოა.

საქართველოს ნაკრები საერთაშორისო დონეზე სუსტი გუნდია. ჩვენ არ გვყავს ვარსკვლავები და თითოეული მოთამაშე ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ჩვენს ნაკრებში მუდმივად არის ტრავმიანობა, ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო დრო არა აქვთ და არც ეს სანაკრებო პაუზა არის გამონაკლისი.

ამ დროს კი განაცხადს მიღმა დარჩნენ ლუკა ზარანდია და გიორგი ხარაიშვილი. ეს ორი ფეხბურთელი გამოძახებულ შემტევ ნახევარმცველთა 90 პროცენტზე უკეთეს ფორმაშია და ისინი უფრო მეტად იმსახურებდნენ ნაკრების განაცხადში ყოფნას. ლუკა ზარანდიას მიმართ არასათანადო დამოკიდებულება აქამდეც იგრძნობოდა. არ გამოვრიცხავთ, ეს გარკვეული მიკროკონფლიქტით იყოს გამოწვეული. ხოლო გიორგი ხარაიშვილის არგამოძახებას კი ახსნა არა აქვს.

ერთა ლიგამდე საქართველოს ნაკრებმა რა თამაშებიც უნდა ჩაატაროს, ყველა მატჩი ფორმალობაა და აუცილებლად უნდა მიეძღვნას "გუნდის" შექმნას, რომელიც გააზრებული კომბინაციებითა და გარკვეულ სათამაშო სქემაზეა მორგებული. ამ გუნდში ძირითადში თუ არა, სათადარიგოდ მაინც უნდა მოიაზრებოდეს ხარაიშვილი - ზარანდია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ტრავმიანობიდან გამომდინარე, წამყვანი მოთამაშეების გარეშე ყოფნა ჩვენთვის ჩვეული პრობლემაა.

რაც შეეხება დებიუტანტებს, ორივე ფეხბურთელის სიაში მოხვედრა ვივარაუდეთ. "რუბინიდან" ნაკრებში მოხვდა ზურიკო დავითაშვილი და "დინამოდან" - ლევან შენგელია.

აგრეთვე, აღნიშვნის გარეშე არ მინდა ერთი ფაქტი დავტოვო, ყველა ნაკრები კოორდინირებული უნდა იყოს ერთმანეთთან. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს ახლა იწყებს, მთავარ ნაკრებს კი შესარჩევით გასვლის შანსი არა აქვს. ხომ არ აჯობებდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ვაისს ცეცაძისთვის დაეთმო?

თავდასხმა
უთავდამსხმელობიდან გამომდინარე, ვაკო ყაზაიშვილს უკვე ფორვარდად მოვიაზრებთ, თუმცა ჯერჯერობით ამან შედეგი არ გამოიღო, თუმცა სხვა გზაც არ გვაქვს. არც სხვა არჩევანი გვაქვს, კარგა ხნის უთამაშებელ გიორგი ქვილითაის რომ არ ვუხმოთ.

სამწუხაროქ რომ ვლადიმერ ვაისს ეროვნული ლიგისკენ გახედვაც კი არ სურს. шаблоны для dle 11.2
ვრცლად
რა ჭირდა და რითი დაიღუპა დიეგო მარადონა, რომლის გარდაცვალებამაც მსოფლიო შეძრა
რა ჭირდა და რითი დაიღუპა დიეგო მარადონა, რომლის გარდაცვალებამაც მსოფლიო შეძრა
25-11-2020, 21:05
ვრცლად
ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ეს წლები „ტორპედოს“ ლხინსა და ჭირს აშუქებენ, ეუბნება კლუბს თავს დაესხიო - ედო ბადალაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ ამბებზე
ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ეს წლები „ტორპედოს“ ლხინსა და ჭირს აშუქებენ, ეუბნება კლუბს თავს დაესხიო - ედო ბადალაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ ამბებზე
16-11-2020, 14:24
ვრცლად
"საქართველოზე უკეთესი გუნდი გვყავს" - გორან პანდევი
12-11-2020, 00:17
ვრცლად
"საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია" - თორნიკე ოქრიაშვილის კომენტარი ისტორიულ მატჩამდე
12-11-2020, 00:16
ვრცლად
ისტორიული მატჩის წინ ! საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ისტორიული მატჩის წინ ! საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
12-11-2020, 00:15
ვრცლად
იუვენტუსი რონალდუს ყიდის - სენსაციური ინფორმაცია
იუვენტუსი რონალდუს ყიდის - სენსაციური ინფორმაცია
9-11-2020, 14:02
ვრცლად
შაქარაშვილისა და შალამბერიძის ხსოვნისთვის - ქუთაისელი გულშემატკივრის ბანერები
შაქარაშვილისა და შალამბერიძის ხსოვნისთვის - ქუთაისელი გულშემატკივრის ბანერები
29-06-2020, 01:55
ვრცლად
ხამესს ჩინეთში არ სურს
ხამესს ჩინეთში არ სურს
29-06-2020, 01:52
ვრცლად
დორმუნდიდან ინტერში - ჰაკიმი იტალიას უახლოვდება
დორმუნდიდან ინტერში - ჰაკიმი იტალიას უახლოვდება
29-06-2020, 01:51
ვრცლად
საკრამენტოს სამ მოთამაშეს COVID-19-ით ინფიცირება დაუდგინდათ
საკრამენტოს სამ მოთამაშეს COVID-19-ით ინფიცირება დაუდგინდათ
29-06-2020, 01:49
ვრცლად
MARCA: ბარსელონას მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოებაა
MARCA: ბარსელონას მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უთანხმოებაა
29-06-2020, 01:44
ვრცლად
ცნობილი ხდება, თუ სპორტის რომელი სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი
ცნობილი ხდება, თუ სპორტის რომელი სფეროს წარმომადგენელს დაუდასტურდა კორონავირუსი
4-04-2020, 16:53
ვრცლად
“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
“კორონავირუსი დაუდასტურდა სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენელს” – კახი კახიაშვილის განცხადება
4-04-2020, 16:24
ვრცლად
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა
1-03-2020, 19:05
ვრცლად
ზიდანი :
ზიდანი : "ყველაფერს გავაკეთებთ "ელ კლასიკოს" მოსაგებად"
1-03-2020, 19:04
[/not-aviable]
[not-aviable=main]