ჭიაბრიშვილი: “დავინახე, რომ ქართველებზე მაგრად ფეხბურთის თამაში დედამიწაზე ძალიან ცოტას შეუძლია”

ჭიაბრიშვილი: “დავინახე, რომ ქართველებზე მაგრად ფეხბურთის თამაში დედამიწაზე ძალიან ცოტას შეუძლია”

0 2019-07-24
ჭიაბრიშვილი: “დავინახე, რომ ქართველებზე მაგრად ფეხბურთის თამაში დედამიწაზე ძალიან ცოტას შეუძლია”
საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიბრიშვილმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების “დინამოსთან” გამართული პირველი მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა და ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებთ. მსაჯის შეფასების კომპეტენცია არ მაქვს, მაგრამ იყო რაღაც დეტალები. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან მსაჯზე საუბარი არაკორექტულია. “დინამო” ბევრად გამოცდილი და ძლიერი გუნდია. მეტოქე თავის შანსს ელოდებოდა და ეს გამოიყენა. პირველ ტაიმში ვდომინირებდით, მაგრამ როგორც ვთქვი, მეტოქე შანსს ელოდებოდა.

რეალურად, კვირაში ერთი თამაში გვიწევს, მაგრამ გუნდს დასვენების დრო მაინც არ გვქონდა. გოლი რომ გაგვეტანა, იმხელა მუხტი გვექნებოდა, რომ დაღლას ვერც კი ვიგრძნობდით. იგივე იყო “შერიფთან” მატჩშიც. ბევრი ფეხბურთელი იყო, რომელსაც დაღლა დაეტყო და მათ შეცვლა მოითხოვეს. საქართველოს ჩემპიონატში ყველაფერი გვჭირდება – დეტალები, მაღალი დონის მწვრთნელები, მოთამაშეები და გამოცდილება.

ახალგაზრდული გუნდი გვყავს და გამოცდილება გვჭირდება. როცა ემოციური მუხტია, არ იღლები. დღეს რაღაც მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ამას დაემატა წვიმა. მეტოქეს დაღლა ვერ შევამჩნიე.

მე დავინახე, რომ ქართველებზე მაგრად ფეხბურთის თამაში დედამიწაზე ძალიან ცოტას შეუძლია. მეორეა, როგორ ვანვითარებთ და ჩვენ ნიჭს, რას ვუკეთებთ. დღეს ვნახე, რომ თანაბარი დონის გუნდები გვყავს. პირველი გოლი ჩვენ რომ გაგვეტანა, ამ თამაშს მოვიგებდით. დღეს რაღაც გვაკლია, მაგრამ ნელ-ნელა ვვითარდებით. მე ჩემ ფეხბურთელებზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ჯერ არაფერი მორჩენილა. ქვეცნობიერად, “შერიფთან” პირველი მატჩის შემდეგ ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ ვნახეთ, რაც მოხდა.

შინდაგორიძეს მცირედი ტრავმა აქვს და მას თამაში არ შეეძლო. კოხრეიძის შემცვლელზე ჯერ არ მიფიქრია. შეიძლება, ის მომდევნო მატჩში შინდაგორიძემ ჩაანაცვლოს ან სულაც გადავეწყოთ.

ჩვენ დღესაც გვინდოდა მოგება, მაგრამ დავმარცხდით. მცდელობა არ დაგვიკლია და არც ზაგრებში დავაკლებთ.

გამოცდილმა ევროპულმა გუნდებმა იციან ევროპელი მსაჯები გაფრთხილებას რა შემთხვევაში იძლევიან, ჩვენ საქართველოში განსხვავებულ მსაჯობას ვართ მიჩვეულები”, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “საბურთალო” – “დინამოს” განმეორებითი დაპირისპირება 30 ივლისს, ზაგრებში გაიმართება.

ფოტო: fcsaburtalo.ge
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
ბაკარი სანიას ცეცხლოვანმა ცოლმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა (ფოტოები)
ბაკარი სანიას ცეცხლოვანმა ცოლმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა (ფოტოები)
გუშინ, 15:51
ვრცლად
"საქართველო ხომ რუსეთია" - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი სკანდალურ განცხადებას აკეთებს
გუშინ, 14:58
ვრცლად
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია
გუშინ, 13:11
ვრცლად
რის გამო დაისაჯა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
რის გამო დაისაჯა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
3-12-2019, 23:29
ვრცლად
"ვირჯილ კარგად მომისმინე..." რონალდუს დის პოსტი სოციალურ ქსელში, როდესაც ვან დეიკმა რონალდუს დასცინს
3-12-2019, 11:48
ვრცლად
დღის ვიდეო - მატეო მესის რეაქცია, როდესაც მამამისმა მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო
დღის ვიდეო - მატეო მესის რეაქცია, როდესაც მამამისმა მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო
3-12-2019, 01:14
ვრცლად
რა რეაქცია ჰქონდა და როგორ გამოეხმაურა რონალდუ მესის მორიგ ტრიუმფს
რა რეაქცია ჰქონდა და როგორ გამოეხმაურა რონალდუ მესის მორიგ ტრიუმფს
3-12-2019, 00:57
ვრცლად
რა რეაქცია ჰქონდა ლეო მესის, როდესაც ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო (ვიდეო)
რა რეაქცია ჰქონდა ლეო მესის, როდესაც ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო (ვიდეო)
3-12-2019, 00:44
ვრცლად
ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა გავრცელდა
ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა გავრცელდა
2-12-2019, 20:57
ვრცლად
ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია !
ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია !
1-12-2019, 20:52
ვრცლად
გოგა ბითაძის კიდევ ერთი მიღწევა
გოგა ბითაძის კიდევ ერთი მიღწევა
30-11-2019, 00:03
ვრცლად
"მე მეგრელი ვარ და არა ქართველი" - რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე გიორგი ჯიქიას სკანდალური ინტერვიუ
29-11-2019, 00:40
ვრცლად
როდის დაბრუნდება ტოჩინოშინი?
როდის დაბრუნდება ტოჩინოშინი?
28-11-2019, 23:36
ვრცლად
როგორ გამოიყურება გიორგი არაბიძის ფეხი ოპერაციის შემდეგ
როგორ გამოიყურება გიორგი არაბიძის ფეხი ოპერაციის შემდეგ
28-11-2019, 15:30
ვრცლად
მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აღნიშნო გამარჯვება ადრიანად (ვიდეო)
მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აღნიშნო გამარჯვება ადრიანად (ვიდეო)
28-11-2019, 15:25