ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი "ბარსელონას" ინტერესის სფეროში კვლავ იმყოფება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელთა სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი ლონდონური კლუბის თამაშს არაერთხელ დაესწრო და ყოველ ჯერზე მიზეზი ერიკსენზე დაკვირვება იყო.
"ბარსელონა" 26 წლის ფეხბურთელს ფილიპე კოუტინიოს შემცვლელად განიხილავს, რადგან კოუტინიო ბარსელონას რიგებს ბილომდე ვერ შეეწყო, მაგრამ ლონდონური კლუბის პოზიციის გათვალისწინებით, ადვილი არც ამ ტრანსფერის გაჩარხვა იქნება.
თვითნ ტოტენჰემის თავკაცები კრისტიან ერიკსენში სულ მცირე 200 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც ძალიან დიდი თანხაა, თვითონ ერიკსენმა კი განაცხადა, რომ თუ სადმე წავა ეს მხოლოდ კატალონიის ,,ბარსელონაა'' და სწორედ ეს გუნდი არის მისი საოცნებო გუნდი.
шаблоны для dle 11.2