მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა საიტმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.
კლუბის მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ძმა, ფარიდი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მოგეხსენებათ, გუშინ 47 წლის სპეციალისტმა პირადი მიზეზების გამო კლუბის შეკრება დატოვა. ჯერ-ჯერობით უცნობია ფარიდის გარდაცვალების მიზეზი.
მადრიდელებმა დღევანდელი ვარჯიში წუთიერი დუმილით გახსნეს.
шаблоны для dle 11.2