“თუ ამერიკა დამადეპორტებს, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არ ვარ”

“თუ ამერიკა დამადეპორტებს, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არ ვარ”

-1 2019-07-03
“თუ ამერიკა დამადეპორტებს, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არ ვარ”
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“რომ გაიგეს დიდ რუსეთში დიდი მაფიოზები დაიჭირესო, მთელი დელეგაცია იყო მოსული კორესპოდენტები და რა ვიცი ვინ აღარ. ის თბილისელი სომეხი ვერ შევამჩნიე. ქართველები და სომხები ჩამოგვანან ერთმანეთს. მე რუსის პონტში ვარ ჰაჰაჰა. რავარი მაგარი “პადერჟკა” ცოდნიათ რუსებს, ჩვენ რომ ვიძახით ქართველები გასაჭირში ვუდგევართ ერთმანეთსო თუ არა ლხინში ყველა კი დადგება ბიძიაო ჰაჰააჰა, ლექსიც როგორი შინაარსიანი დამიწერა რუსმა, სვანური ქუდი ეხურა თავზე და ესე დამამახსოვრა თავი. ხომ არ ვთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რუსეთის ხომ არ მივიღო? საქართველოს მაინც არ ვახსოვარ, თან არც ცოდნიათ ვისი სახელით გამოვდივარ. აგერ რუსეთი ჩამოვიდა სანახავად, მართლა ჩვენი მოქალაქე ხომ არააო, სამწუხაროდ, არ ვიყავი თორე რაღაცას იღონებდნენ. თუ ამერიკა დამადეპორტებს, ეს ასეც მოხდება, რუსეთში გავაგრძელებ კარიერას, მაქვს უკვე შემოთავაზებები. მაგრამ მე ჯერ მაქსიმუმს შევეცდები, რომ ამერიკაში დავრჩე. და თუ არაფერი გამოვა მე მეტი საქართველოს დროშის ხელში დამკავებელი არა ვარ. მერე რა მოხდა კაცო, მე კი არა როი ჯონსმა ამერიკის მოქალაქეობაზე თქვა უარი და რუსეთის მიიღო და მე რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვიტყვი რა გასაკვირია. დანაშაული ისაა კაცი რომ ჩაიდენს დანაშაულს ან რომ ჩადის და დააკავებ. და თვითონ რომ თავაზობ დანაშაულის ჩადენას და რამოდენიმეჯერ უარით გაისტუმრებ, მერე მოხდება ერთადერთი შემთხვევა (ისიც თავდაცვის მიზნით), ჩაგიწერენ და დაელოდებიან იმ მომენტს როდესაც მწვერვალზე ახვალ და ფეხით ჩამოგათრევენ, აი ეს არის დანაშაული, ეს არის გეგმის განხორციელება.

მთელი 3 წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა, როცა სპეციალური აგენტები მამუშავებდნენ გვერდიდან, შიგნიდან, ზევიდან და მაინც ვერაფერი ჩამადენინეს, გარდა უმნიშვნელო მიზეზისა. 2016 წლის 10 სექტემბერს მომხდარი შემთხვევითობა გამოიყენეს 2017 წლის 6 ივნისს. რა ვიცი რა არ დამარქვეს ბოლოს მეტი რომ ვერ მოიფიქრეს, ჩაქუჩა კრიმინალური სახელწოდებააო და ამაზე მსროკავდნენ. მოწმეების მოყვანა დაჭირდა ჩემს ადვოკატებს რომ დაემტკიცებინათ ეს “კლიჩკა” სპორტიდანაა. საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვდა ჩემს წარმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად. ვინც დაყვებოდა ყველას რაღაც თანამდებობა უჭირავს. ამიტომაც ჩემი ადგილი არ გახლავთ საქართველოში. მე ერთიან საქართველოს ვუჭერ მხარს, შუაში გაყოფილს არა. სხვას რა პასუხი უნდა გავცეთ, ერთმანეთში თანხმობა და ერთმანეთისთვის პასუხი ვერ გაგვიცია. როდის იყო ძალადობით მოსული საქმე კარგი თუ ცუდი კარგს მოახდენდა?! “, – წერს ხურციძე.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. шаблоны для dle 11.2
ვრცლად
ისტორიული ოქრო ქართველებისგან
ისტორიული ოქრო ქართველებისგან
გუშინ, 23:36
ვრცლად
ბაკარი სანიას ცეცხლოვანმა ცოლმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა (ფოტოები)
ბაკარი სანიას ცეცხლოვანმა ცოლმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა (ფოტოები)
5-12-2019, 15:51
ვრცლად
"საქართველო ხომ რუსეთია" - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი სკანდალურ განცხადებას აკეთებს
5-12-2019, 14:58
ვრცლად
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია
5-12-2019, 13:11
ვრცლად
რის გამო დაისაჯა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
რის გამო დაისაჯა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
3-12-2019, 23:29
ვრცლად
"ვირჯილ კარგად მომისმინე..." რონალდუს დის პოსტი სოციალურ ქსელში, როდესაც ვან დეიკმა რონალდუს დასცინს
3-12-2019, 11:48
ვრცლად
დღის ვიდეო - მატეო მესის რეაქცია, როდესაც მამამისმა მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო
დღის ვიდეო - მატეო მესის რეაქცია, როდესაც მამამისმა მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო
3-12-2019, 01:14
ვრცლად
რა რეაქცია ჰქონდა და როგორ გამოეხმაურა რონალდუ მესის მორიგ ტრიუმფს
რა რეაქცია ჰქონდა და როგორ გამოეხმაურა რონალდუ მესის მორიგ ტრიუმფს
3-12-2019, 00:57
ვრცლად
რა რეაქცია ჰქონდა ლეო მესის, როდესაც ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო (ვიდეო)
რა რეაქცია ჰქონდა ლეო მესის, როდესაც ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო (ვიდეო)
3-12-2019, 00:44
ვრცლად
ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა გავრცელდა
ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა გავრცელდა
2-12-2019, 20:57
ვრცლად
ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია !
ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია !
1-12-2019, 20:52
ვრცლად
გოგა ბითაძის კიდევ ერთი მიღწევა
გოგა ბითაძის კიდევ ერთი მიღწევა
30-11-2019, 00:03
ვრცლად
"მე მეგრელი ვარ და არა ქართველი" - რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე გიორგი ჯიქიას სკანდალური ინტერვიუ
29-11-2019, 00:40
ვრცლად
როდის დაბრუნდება ტოჩინოშინი?
როდის დაბრუნდება ტოჩინოშინი?
28-11-2019, 23:36
ვრცლად
როგორ გამოიყურება გიორგი არაბიძის ფეხი ოპერაციის შემდეგ
როგორ გამოიყურება გიორგი არაბიძის ფეხი ოპერაციის შემდეგ
28-11-2019, 15:30