ბიძინა ივანიშვილი: ზუსტად, ამიტომ ვარჩიე ამის გაკეთება.. ''

ბიძინა ივანიშვილი: ზუსტად, ამიტომ ვარჩიე ამის გაკეთება.. ''

0 2019-07-01
ბიძინა ივანიშვილი: ზუსტად, ამიტომ ვარჩიე ამის გაკეთება.. ''
არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილმა საფეხბურთო თემებზეც ილაპარაკა. ყოფილმა პრემიერმა ისიც გაიხსენა, რაზეც წლების წინათ საფეხბურთო სამყარო ჭორაობდა.

"მე მქონდა მცდელობა, რომ მთლიანად ქართული ფეხბურთი აღორძინებულიყო, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ეს არ ისურვა და რაგბიზე ამიტომ გადავერთე. 

რამდენიმე სტადიონს ახლაც ვაშენებ. საუბედუროდ, ქართულ ფეხბურთზე კარგსა და დამაიმედებელს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ყველაფერს ფული სჭირდება. სწორედ ეკონომიკის აღორძინებას უნდა მოჰყვეს ეს ზედნაშენი - ფეხბურთი", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რა ვერსიაზეა ლაპარაკი: უმცროსი ნოდარ ახალკაცის დროინდელი ფედერაციის ხელმძღვანელები ივანიშვილს ესტუმრნენ და ფეხბურთის განვითარებაში დახმარება სთხოვეს. კითხვაზე, რა თანხა იყო საჭირო ამ საქმისთვის, ფედერაციის ჩინოსნებმა აუცილებელ მინიმუმად 100 მილიონი ლარი დაასახელეს.

შესაძლოა, ვინმეს ეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ რეალობა ასეთია - 5 წელიწადში სტადიონების, ბაზების, გუნდებისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის ეს მინიმალური თანხაც კი არის. ივანიშვილი წინადადებას დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად მისი ნდობით აღჭურვილი პირი უნდა დაენიშნათ, რომელიც ახლოს არ გაეკარებოდა საფეხბურთო საკითხებს და მხოლოდ თანხების განკარგვას გააკონტროლებდა. 

იდეალური წინადადება იყო, მაგრამ ვერსიის მიხედვით, ფედერაციის თავკაცს სახელისუფლებო წრეებმა ივანიშვილის კაცის დანიშვნა კატეგორიულად აუკრძალეს. ვიმეორებთ, ეს არის ვერსია, რაზეც ფედერაციის ამჟამინდელ თავკაცებს ირიბად უთქვამთ. 

ყოფილი პრემიერის სიტყვებით დეტალები არ ჩანს, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ ფეხბურთზე გული აქვს აცრუებული და მისკენ გახედვა არ სურს, ქართულმა ფეხბურთმა კი ვიღაცების ახირების გამო განვითარების ისტორიული შანსი დაკარგა. 

მერე იტყვიან, ფეხბურთს არავინ პატრონობსო. როცა 100 მილიონს გაძლევენ და ისიც არ გსურს, რომ დამფინანსებელმა თანხა გააკონტროლოს, თეთრსაც არავინ მოგცემს.

კიდევ ერთი საკითხი - როგორც ცნობილია, დეკემბრის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების წარმომადგენლები "მიხეილ მესხის" საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბნენ და ეროვნულ ჩემპიონატში არსებული პრობლემების შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად იმსჯელეს.

მანამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ დაფინანსებისა და სხვა სახის საფეხბურთო პროექტები თავად ფედერაციამ უნდა წარადგინოს. 

კლუბები სახელმწიფოსგან უმაღლესი ლიგის ყველა მონაწილის თანაბრად დაფინანსებას ითხოვდნენ, თანაც, წელიწადში მინიმუმ - მილიონი ლარით. მათ მხარი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამაც აუბა - სახელმწიფომ ფული უნდა ჩადოს და კლუბებს განვითარებაში დაეხმაროსო. ამ მოთათბირების შედეგად, კლუბებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა და საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანა მოითხოვეს, ხოლო ამ საკითხის მთავრობამდე მიტანა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას სთხოვეს. 

ბიძინა ივანიშვილი: ...ამიტომაც ვარჩიე რაგბი ფეხბურთს

ამის მერე ამ შეხვედრაზე აღარაფერი თქმულა. გაირკვა, რომ ფიფია არა პრემიერს, არამედ ივანიშვილს შეხვდა.

4 თებერვალს პრესკონფერენციაზე "მოქალაქის" დამფუძნებელმა ეს შეხვედრაც გაიხსენა და თქვა, რომ დაფინანსების მოთხოვნა მისთვის მიუღებელია. 

"ფიფიას კარგი იდეა ჰქონდა, რომელშიც მხარი დავუჭირე. შეიძლებოდა, 6 კლუბი დაფინანსებულიყო ბიზნესმენებისგან, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი ეს უნდა ყოფილიყო - ბიზნესმენები შემეკრიბა და მათთვის საფეხბურთო კლუბების დაფინანსება მეთხოვა. 

ეს ვერ მოხდებოდა, მე დაფინანსებას ვერავის ვთხოვდი. მიმაჩნია, რომ ეს ბუნებრივად უნდა მომხდარიყო. 

ფეხბურთს სერიოზული თანხები და სერიოზული მიხედვა სჭირდება. იმედია, ეტაპობრივად ასეც მოხდება და საკითხი დარეგულირდება. თუმცა ფეხბურთი რომ აღორძინდეს, ამას ეკონომიკის აღორძინება უნდა უსწრებდეს წინ", - ამბობს ივანიშვილი.
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
ისტორიული ოქრო ქართველებისგან
ისტორიული ოქრო ქართველებისგან
გუშინ, 23:36
ვრცლად
ბაკარი სანიას ცეცხლოვანმა ცოლმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა (ფოტოები)
ბაკარი სანიას ცეცხლოვანმა ცოლმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა (ფოტოები)
5-12-2019, 15:51
ვრცლად
"საქართველო ხომ რუსეთია" - ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი სკანდალურ განცხადებას აკეთებს
5-12-2019, 14:58
ვრცლად
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია
5-12-2019, 13:11
ვრცლად
რის გამო დაისაჯა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
რის გამო დაისაჯა ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე
3-12-2019, 23:29
ვრცლად
"ვირჯილ კარგად მომისმინე..." რონალდუს დის პოსტი სოციალურ ქსელში, როდესაც ვან დეიკმა რონალდუს დასცინს
3-12-2019, 11:48
ვრცლად
დღის ვიდეო - მატეო მესის რეაქცია, როდესაც მამამისმა მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო
დღის ვიდეო - მატეო მესის რეაქცია, როდესაც მამამისმა მეექვსე ოქროს ბურთი მოიგო
3-12-2019, 01:14
ვრცლად
რა რეაქცია ჰქონდა და როგორ გამოეხმაურა რონალდუ მესის მორიგ ტრიუმფს
რა რეაქცია ჰქონდა და როგორ გამოეხმაურა რონალდუ მესის მორიგ ტრიუმფს
3-12-2019, 00:57
ვრცლად
რა რეაქცია ჰქონდა ლეო მესის, როდესაც ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო (ვიდეო)
რა რეაქცია ჰქონდა ლეო მესის, როდესაც ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო (ვიდეო)
3-12-2019, 00:44
ვრცლად
ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა გავრცელდა
ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა გავრცელდა
2-12-2019, 20:57
ვრცლად
ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია !
ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღი ცნობილია !
1-12-2019, 20:52
ვრცლად
გოგა ბითაძის კიდევ ერთი მიღწევა
გოგა ბითაძის კიდევ ერთი მიღწევა
30-11-2019, 00:03
ვრცლად
"მე მეგრელი ვარ და არა ქართველი" - რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე გიორგი ჯიქიას სკანდალური ინტერვიუ
29-11-2019, 00:40
ვრცლად
როდის დაბრუნდება ტოჩინოშინი?
როდის დაბრუნდება ტოჩინოშინი?
28-11-2019, 23:36
ვრცლად
როგორ გამოიყურება გიორგი არაბიძის ფეხი ოპერაციის შემდეგ
როგორ გამოიყურება გიორგი არაბიძის ფეხი ოპერაციის შემდეგ
28-11-2019, 15:30