“ძმებო, დებო, თანაქალაქელებო, საქართველოვ! დრო არ ითმენს. 28 ივნისს, ქუთაისის მერიასთან, 17:00 საათზე ქუთაისის “ტორპედოსთვის” აქცია გავმართოთ. გუნდის ასეთ დღეში ყოფნა არავის არ შერჩება. პასუხი უკლებლივ ყველას მოგეთხოვებათ. ყველაფერზე მოგიწევთ პასუხის გაცემა. გააზიარეთ ეს პოსტი. მეგობრებო, რაც შეიძლება ბევრნი უნდა ვიყოთ, ყველაფერს საზღვარი აქვს! ერთად “ტორპედოსთვის”! 28 ივნისი, 17:00 საათი, ქუთაისის მერია. გავაგებინოთ ყველას ჩვენი ხმა და ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია”, - წერია გულშემატკივართა კლუბის გვერდზე.
შეგახსნებთ , კლუბში მდგომარეობა უკვე 2 თვეზე მეტია არეულია , კლუბი დატოვა მამუკა კობახიძემ , გიორგი ქიმაძემ , ნოდარ ქავთარაძემ, ამბროსი ჩაჩუამ, რიჩარდ ლუკამ , მერაბ გიგაურმა და ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელმა.
шаблоны для dle 11.2