სად წავა გოგა ბითაძე? - "სან ანტონიო", "ატლანტა", "ბოსტონი"..

სად წავა გოგა ბითაძე? - "სან ანტონიო", "ატლანტა", "ბოსტონი"..

0 2019-06-16
სად წავა გოგა ბითაძე? -
13 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგა ბითაძე "მწვანე ოთახში" მიიწვიეს. როგორც მოგეხსენებათ, "მწვანე ოთახში" იმ კალათბურთელებს იწვევენ, რომლებსაც NBA Draft-ის პირველ ნაწილში ირჩევენ. გოგასთან ერთად, წლევანდელი დრაფტის "მწვანე ოთახში" 16 კალათბურთელია მიწვეული.

ამას გარდა, ბითაძემ უკვე მოასწრო "ატლანტა ჰოუკსის" რიგებში ვარჯიშში. თუმცა, როგორც "ატლანტას" მიმომხილველი კევინ შინარდი წერს, გოგა შემდეგ ვარჯიშს "სან ანტონიო სპურსში" ჩაატარებს, ამის შემდეგ - "ბოსტონში", "დეტროიტსა" და "შარლოტში".

კლუბებში გამართული ვარჯიშების შემდეგ ბითაძე ნიუ-იორკში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტის ცერემონიას დაესწრება.

გოგას სტატია მიუძღვნა გამოცემა USA Today-ს
"ბოსტონ სელტიკსის" გვერდმა. ჟურნალისტ ქუენტონ ალბერტის თქმით, გოგას ფიზიკური მონაცემები მხოლოდ დაცვითი ფუნქციების შესრულებისას იწვევს ეჭვებს, რადგან საკმარისად სწრაფი და ძლიერი არაა. თუმცა, სხვა მხრივ, ძალიან კარგი მოთამაშეა.

სტატიის მიხედვით, "ბოსტონს" არ დასჭირდებოდა წელს ბითაძე, თუმცა ცენტრ ერონ ბეინსს 2020 წლის ბოლოს გასდის კონტრაქტის ვადა, ხოლო მეორე ცენტრფორვარდი ალ ჰორფორდიც, დიდი ალბათობით, 2020-ში გუნდიდან წავა. თან ორივე ტრავმებისკენაა მიდრეკილი.

ამის ფონზე, "ბოსტონს" წელს ბითაძის გაშვება NBA G-ის გუნდ "მეინ რედ ქლოუსში" შეუძლია, როგორც რობერტ უილიამსის შემთხვევაში, ხოლო 2020-ში ან ნებისმიერი საჭიროების დროს უკან დაიბრუნებს.

სხვათა შორის, იმავე სტატიის მიხედვით, ბოსტონელებს უილიამსის ჩართვა ენტონი დევისის შეძენის საქმეში სურთ და ამ ყველაფრის ფონზე, ბითაძე საჭირო კალათბურთელი ხდება.

ჟურნალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ატლანტაში გამართული ვარჯიშის შემდეგ ბითაძემ თქვა, რომ მოზარდობისას მისი საყვარელი ცენტრი კევინ გარნეტი იყო.

news4sanantonio.com-ის მიხედვით, ბითაძე ერთ-ერთი საუკეთესო უცხოელი კალათბურთელია წლევანდელ დრაფტზე და ის "სპურსის" მომავალი სეზონის საჭიროებებს სრულად შეესაბამება.

თუმცა, ჟურნალისტი წერს, რომ "სან ანტონიოს" დრაფტზე მე-19, 29-ე და 49-ე პიკი ეკუთვნის და ამით ბითაძის "სპურსში" მოხვედრის შანსები მცირდება.

sportstalkatl.com-ზე გამოქვეყნდა "ჰოუკსის" მიმომხილველი ჩეის ირლის სტატია, რომლის თქმითაც, სწორედ ბითაძის პოზიციაზე სჭირდება "ატლანტას" გაძლიერება და ბითაძე არის ის კალათბურთელი, რომელსაც შეუძლია გუნდს ბევრი პოზიტივი შემატოს.

ამასთანავე, ავტორი აღნიშნავს, რომ ბითაძე NBA-ს ცენტრის კვალობაზე საკმარისად ძლიერი არაა და ფიზიკაში მომატება სჭირდება. ასევე დასძენს, რომ ახალგაზრდა ცენტრს ჯარიმების მხრივ დიდი პრობლემები აქვს და ეს გამოსასწორებელი მხარეა. თუმცა, ამის ფონზე ძალიან კარგად შეუძლია სროლა პარკეტის ნებისმიერი წერტილიდან. ამ სტილითა და გაბარიტებით ის საუკეთესო ევროპელ კალათბურთელ დირკ ნოვიცკის ჰგავს.

მიუხედავად იმისა, ნოვიცკის დონემდე ბევრი მუშაობა აკლია, ის ძალიან კარგია შეტევაში, როგორც შანსების შექმნის მხრივ, ისე მათ გამოყენებაში. ასევე, დღევანდელი მონაცემებით, ბითაძე საშუალოზე კარგი მეპასეა მისი სიმაღლის კალათბურთელისთვის და ამ მხრივ მომატება აშკარად შეუძლია.

საერთო ჯამში, ბითაძე სრულად შეესაბამება "ატლანტა ჰოუკსის" თავდასხმის სტილს და შესანიშნავი "ბლოკერია". ჟურნალისტი ამ ფრაზით ასრულებს სტატიას: "მიეცით ბითაძეს ერთი წელი ლოიდ პირსთან და "ჰოუკსის" პერსონალთან და ის 2020 წლის სეზონში ძირითადი ცენტრი გახდება."

NBA-ს წლევანდელი დრაფტი 20 ივნისს გაიმართება. გოგა ბითაძეს წინ საინტერესო პერსპექტივა აქვს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

altbleacherreport-ის NBA-ს წინასადრაფტო რეიტინგში გოგა ბითაძე უკვე მეექვსეა.
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
გაგამარუმ ნოემბრის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა!
გაგამარუმ ნოემბრის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა!
გუშინ, 20:05
ვრცლად
"თელავმა" კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი იყიდა
გუშინ, 13:29
ვრცლად
ლეგენდარულმა ჰაკუჰომ დღეს ასანოიამას ლამის კარიერა დაუსრულა (ვიდეო)
ლეგენდარულმა ჰაკუჰომ დღეს ასანოიამას ლამის კარიერა დაუსრულა (ვიდეო)
გუშინ, 13:08
ვრცლად
საოცარი გამარჯვება და გაგიჟებული ქართველი კომენტატორები - ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ! (ვიდეო)
საოცარი გამარჯვება და გაგიჟებული ქართველი კომენტატორები - ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ! (ვიდეო)
გუშინ, 12:46
ვრცლად
რონალდოს გაუპატიურებაში ბრალს დებენ
რონალდოს გაუპატიურებაში ბრალს დებენ
6-11-2019, 23:08
ვრცლად
ვიდეო, რომელმაც 100 მილიონი ნახვა დააგროვა - რა მოუვიდა მებრძოლს ბრძოლისას რინგზე (ვიდეო)
ვიდეო, რომელმაც 100 მილიონი ნახვა დააგროვა - რა მოუვიდა მებრძოლს ბრძოლისას რინგზე (ვიდეო)
6-11-2019, 15:36
ვრცლად
შაკილ ონილის კომენტარი გოგა ბითაძის სტატისტიკაზე, რამაც ამერიკელები აღაფრთოვანა
შაკილ ონილის კომენტარი გოგა ბითაძის სტატისტიკაზე, რამაც ამერიკელები აღაფრთოვანა
6-11-2019, 13:32
ვრცლად
ლაშა ტალახაძე:
ლაშა ტალახაძე:"იცით, რა მითხრა პუტინმა როდესაც საქართველოს...."
5-11-2019, 18:45
ვრცლად
სონიმ ცრემლები ვერ შეიკავა ტრავმის შემდეგ (ვიდეო_=)
სონიმ ცრემლები ვერ შეიკავა ტრავმის შემდეგ (ვიდეო_=)
4-11-2019, 11:37
ვრცლად
ლევანტემ თამაში 9 წუთში შემოატრიალა
ლევანტემ თამაში 9 წუთში შემოატრიალა
2-11-2019, 22:32
ვრცლად
აბაშელმა მარიამ ჭანტურიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო
აბაშელმა მარიამ ჭანტურიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო
2-11-2019, 22:25
ვრცლად
ბრავოო ! რა გაუკეთა ახლახანს ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუს მეტოქეს (ვიდეო)
ბრავოო ! რა გაუკეთა ახლახანს ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუს მეტოქეს (ვიდეო)
1-11-2019, 19:14
ვრცლად
"კეთილი იყოს შენი მობრძანება დორტმუნდში" - ნახეთ რა ვიდეო მიუძღვნეს გიორგი ჩაკვეტაძეს
31-10-2019, 23:52
ვრცლად
შურისძიება საუკუნეების შემდეგ ! რა გაუკეთა დავით მოძმანაშვილმა ირანელ მეტოქეს საქართველოში ჩატარებულ ტურნირზე (ვიდეო)
შურისძიება საუკუნეების შემდეგ ! რა გაუკეთა დავით მოძმანაშვილმა ირანელ მეტოქეს საქართველოში ჩატარებულ ტურნირზე (ვიდეო)
31-10-2019, 00:00
ვრცლად
ორი ავტოგოლი? როდესაც კახამ ძმის სიკვდილზე გაიგო, იგი...
ორი ავტოგოლი? როდესაც კახამ ძმის სიკვდილზე გაიგო, იგი..." - ქეცბაიას ემოციური განცხადება
30-10-2019, 23:47