მამუკა კობახიძის წერილი “ტორპედოდან” წასვლის შემდეგ

მამუკა კობახიძის წერილი “ტორპედოდან” წასვლის შემდეგ

0 2019-06-16
მამუკა კობახიძის წერილი “ტორპედოდან” წასვლის შემდეგ

ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილმა მცველმა, მამუკა კობახიძემ, რომელიც კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს, გუნდის ოფიციალურ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა და ხალხს დაემშვიდობა.

“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, ჩემს გუნდელებს. ბევრ გუნდში მითამაშია, მაგრამ ასე კარგად და კომფორტულად თავი არსად მიგრძვნია. გუნდში მოსვლის პირველი დღიდან ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომელმაც ბევრი კარგი და საინტერესო რამ შეჰმატა ეროვნულ ლიგას. სტადიონს მიღმა კი დიდი საძმაკაცო, რომელიც სამუდამოდ დამრჩება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ სამწვრთნელო შემადგენლობას, რომლებთანაც ასევე ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ისინი გუნდიდან წასვლის შემდეგაც ჩემს მეგობრებად დარჩებიან. ძალიან დიდი მადლობა პრესსამსახურს, ბაზაზე და გუნდში მომუშავე მთელს პერსონალს, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ და, რა თქმა უნდა, კახა ჩხეტიანს. ის უპირობოდ ერთ-ერთი ყველაზე კარგი მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია. ის დამეხმარა გადაწყვეტილებები ჩემთვის სასიკეთოდ, ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე მიმეღო.

“ტორპედოს” როლი ყოველთვის იყო და იქნება ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის ამ ფორმაციის “ტორპედოს” სახელით მოედანზე გამოსვლა.

და ბოლოს, არ შეიძლება დიდი მადლობა არ გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მართლა მე-12 მოთამაშის როლს გვისრულებდნენ ყველა თამაშზე. მითამაშია სხვა გუნდებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც და ამ ქალაქის გულშემატკივარს ყოველთვის გამოვარჩევ. აქ ნამდვილად სხვანაირად და გამორჩეულად უყვართ ზოგადად ფეხბურთი და განსაკუთრებით თავიანთი ფეხბურთელები. მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს 2018 წელს, როგორც მთლიანად გუნდის, ისე ჩემს ინდივიდუალურად მიღწეულ წარმატებებში.

პირველად მიჭირს დამშვიდობება. გუნდიდან როგორც მოთამაშე მივდივარ, კარიერაში ვიწყებ ახალ ეტაპს, ახალი გუნდით და გამოწვევებით, მაგრამ “ტორპედოს” გულშემატკივრად სამუდამოდ ვრჩები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას და მომავალ შეხვედრამდე. !
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
რამდენიმე დებიუტანტი - სანიოლიმ შემადგენლობა დაასახელა
რამდენიმე დებიუტანტი - სანიოლიმ შემადგენლობა დაასახელა
23-08-2021, 13:58
ვრცლად
ბექაური - ტრიპელი | ტოკიოს ოლიმპიადის ფინალი
ბექაური - ტრიპელი | ტოკიოს ოლიმპიადის ფინალი
23-08-2021, 13:28
ვრცლად
დევიდ ბექჰემი მესისა და რონალდუს გადაბირებას შეეცდება
დევიდ ბექჰემი მესისა და რონალდუს გადაბირებას შეეცდება
23-08-2021, 13:25
ვრცლად
კიევომ არსებობა შეწყვიტა
კიევომ არსებობა შეწყვიტა
23-08-2021, 13:23
ვრცლად
ბრაითვეითის მომავალი ცნობილია
ბრაითვეითის მომავალი ცნობილია
23-08-2021, 13:21
ვრცლად
სპორტის რომელ სახეობას ვეღარ ვიხილავთ მომავალ ოლიმპიადაზე ?
სპორტის რომელ სახეობას ვეღარ ვიხილავთ მომავალ ოლიმპიადაზე ?
23-08-2021, 13:19
ვრცლად
ჰალანდი ბაიერნში ? რა განცხადებას აკეთებს კლუბის პრეზიდენტი
ჰალანდი ბაიერნში ? რა განცხადებას აკეთებს კლუბის პრეზიდენტი
23-08-2021, 13:18
ვრცლად
კავაი ლეონარდის საოცარი ჩატენვა
კავაი ლეონარდის საოცარი ჩატენვა
6-06-2021, 10:03
ვრცლად
სანიოლი ნიდერლანდებთან მატჩის წინ კომენტარს აკეთებს
სანიოლი ნიდერლანდებთან მატჩის წინ კომენტარს აკეთებს
6-06-2021, 10:00
ვრცლად
პრემიერლიგამ სეზონის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაასახელა
პრემიერლიგამ სეზონის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაასახელა
6-06-2021, 09:59
ვრცლად
ბეილმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს
ბეილმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს
6-06-2021, 09:59
ვრცლად
"ბარსელონას ორჯერ ვუთხარი უარი"
6-06-2021, 09:59
ვრცლად
რა ჭირდა და რითი დაიღუპა დიეგო მარადონა, რომლის გარდაცვალებამაც მსოფლიო შეძრა
რა ჭირდა და რითი დაიღუპა დიეგო მარადონა, რომლის გარდაცვალებამაც მსოფლიო შეძრა
25-11-2020, 21:05
ვრცლად
ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ეს წლები „ტორპედოს“ ლხინსა და ჭირს აშუქებენ, ეუბნება კლუბს თავს დაესხიო - ედო ბადალაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ ამბებზე
ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ეს წლები „ტორპედოს“ ლხინსა და ჭირს აშუქებენ, ეუბნება კლუბს თავს დაესხიო - ედო ბადალაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ ამბებზე
16-11-2020, 14:24
ვრცლად
"საქართველოზე უკეთესი გუნდი გვყავს" - გორან პანდევი
12-11-2020, 00:17
[/not-aviable]
[not-aviable=main]