პარი სენ-ჟერმენის" და არგენტინის ნაკრების შემტევმა, ლეო მესიზე ისაუბრა.
"მესისთან ერთად თამაში ძალიან მომწონს. ასევე, ვარჯიშებზეც მსიამოვნებს მისი ცქერა და იმის დანახვა, რასაც ის აკეთებს... ეს რაღაც უნიკალურია, ამის ახსნა შეუძლებელია.
"პსჟ-ში", ნეიმართან ერთად, მესიზე ხშირად ვლაპარაკობთ. ნეიმარმა მითხრა, რომ მას, სუარესთან და მესისთან, WhatsApp-ში დღემდე საერთო ჩატი აქვს, სადაც ისინი ბევრს საუბრობენ." - ციტირებს დი მარიას სიტყვებს Mundo Deportivo.
ასევე, დი მარიამ ისიც აღიარა, რომ "ბარსელონაში" გადასვლის შანსი ჰქონდა: "ასეთი საშუალება ნამდვილად მქონდა, მაგრამ ტრანსფერი არა და არ შედგა." - დასძინა არგენტინელმა.
шаблоны для dle 11.2