დაგვიანებული აღიარება - ტოჩინოშინს გამარჯვება შეცდომით წაართვეს

დაგვიანებული აღიარება - ტოჩინოშინს გამარჯვება შეცდომით წაართვეს

-2 2019-05-29
დაგვიანებული აღიარება - ტოჩინოშინს გამარჯვება შეცდომით წაართვეს
იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭო, ტრადიციულად, ბაშოს დასრულების შემდეგ შეიკრიბა. სუმოს მამები ყოველი ბაშოს შემდეგ ზოგადად ტურნირსა და განსაკუთრებით დიდ ჩემპიონთა გამოსვლას აფასებენ. აძლევენ მათ (და არა მარტო მათ) რეკომენდაციებს, რომლებიც სინამდვილეში აუცილებლად შესასრულებელია.

სხდომის დადგენილებიდან: "შიმპანჩოების ქმედება დამაბნეველი და არასრულყოფილი იყო, რამაც არასაჭირო აჟიოტაჟი გამოიწვია ".

თუმცა მორიგი სხდომა განსხვავებული გამოდგა, რადგან უჩვეულოდ დიდი დრო დაეთმო ერთ ორთაბრძოლას - ბუნებრივია, მომავალი ჩემპიონისა და ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) სკანდალურ ჯახს ვგულისხმობთ (ტურნირის მე-13 დღეს).

ტოჩინოშინმა ილეთით წააქცია მეტოქე და თავიდან მას გამარჯვებაც ჩაუთვალეს, მაგრამ ოიაკატა ჰანარეგომამ (რომელიც ყოფილი სუმოისტი ტამანოშიმაა) ხელი ასწია და მონოის (ხუთი მსაჯის საბჭო) შეკრება მოითხოვა. შედეგად, 6-წუთიანი განსჯის შემდეგ, ტოჩინოშინს წაგება ჩაეთვალა - თითქოს, მან ქუსლი გადააბიჯა. სხვათა შორის, მას მერე, რაც მედიის კრიტიკა დაიმსახურა, ტამანოშიმა მაინც თავის აზრს იცავდა და ამტკიცებდა, რომ მართალი იყო.

ტოჩინოშინი 9-ჯერ შეხვედრია ტამანოშიმას და 2:7 ბალანსი აქვს მასთან. 

დირექტორთა საბჭომ გამოთქვა მწუხარება, რომ "შიმპანჩოების (მთავარი მსაჯები, განსაკუთრებით კი ონომაცუ) ქმედება იყო დამაბნეველი და არასრულყოფილი, რამაც გამოიწვია არასაჭირო აჟიოტაჟი".  

სუმოს ბოსებმა ირიბად აღიარეს, რომ ტოჩინოშინს იმპერატორის თასისთვის ბრძოლის შანსი შეცდომით წაართვეს. 

დირექტორთა საბჭოზე ეჭვები გამოთქვეს, რომ მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო მსაჯთა კომიტეტის შეფმა აღიარა, რომ სავარაუდოდ, ტოჩინოშინისა და ასანოიამას შეხვედრაში შეცდომა დაუშვეს (ისევე, როგორც ასანოიამას კიდევ ერთ ბრძოლაში მე-11 დღეს). გამოდის, რომ 12-3 ბალანსით გამარჯვებულ ასანოიამას 2 მოგება შეცდომით ჩაუთვალეს. ამან კი აშკარად გადაწყვიტა იმპერატორის თასის ბედი. 

ასანოიამა ახალი იმპერატორის ეპოქაში პირველი სუმოისტი გახდა, რომელმაც ბაშო მოიგო. იაპონელი ფანების გასახარად, თასი იაპონელმა მოიგო 12-3 ბალანსით.

მიუხედავად არცთუ დამაჯერებელი ბალანსისა (ჩემპიონისთვის), მან გამარჯვება ბოლოსწინა დღეს გაინაღდა - მას მერე, რაც ტოჩინოშინმა დიდი ჩემპიონი კაკურიუ ეფექტური ჰენკათი დაამარცხა. 

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ამისა, ტოჩინოშინმა მიზანს მაინც უწია - ბაშო 10-5 ბალანსით დაასრულა და ოძეკის ტიტულის დაბრუნებაც გაინაღდა. 24 ივნისს, როცა ახალი ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი) გამოქვეყნდება, ლევან გორგაძე კვლავ ოძეკი იქნება. 
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
რა გაუკეთა პუერტო რიკოელმა მოკრივემ რუს მოწინააღმდეგეს, რის შედეგადაც ის რინგზე გარდაიცვალა (ვიდეო)
რა გაუკეთა პუერტო რიკოელმა მოკრივემ რუს მოწინააღმდეგეს, რის შედეგადაც ის რინგზე გარდაიცვალა (ვიდეო)
18-10-2019, 15:08
ვრცლად
დარბაზში მყოფი თურქების რეაცქია, როდესაც ეთერ ლიპარტელიანმა იაპონელი ძიუდოისტი დაამარცხა (ვიდეო)
დარბაზში მყოფი თურქების რეაცქია, როდესაც ეთერ ლიპარტელიანმა იაპონელი ძიუდოისტი დაამარცხა (ვიდეო)
18-10-2019, 14:51
ვრცლად
ეს გოგო ნამდვილი ბომბაა ! უკრიანელი სპორტული ჟურნალისტი, რომელსაც მანჩესტერ
ეს გოგო ნამდვილი ბომბაა ! უკრიანელი სპორტული ჟურნალისტი, რომელსაც მანჩესტერ "სიტის" ფეხბურთელმა ცოლობა სთხოვა (ფოტოგალერეა)
18-10-2019, 14:45
ვრცლად
40 წლის რონალდინიოს დაუჯერებელი NO-LOOK საგოლე გადაცემა ამხანაგურ მატჩში (ვიდეო)
40 წლის რონალდინიოს დაუჯერებელი NO-LOOK საგოლე გადაცემა ამხანაგურ მატჩში (ვიდეო)
18-10-2019, 14:33
ვრცლად
" 2 ავტოგოლი ? მან როდესაც ძმის გარდაცვალება შეიტყო.." თემურ ქეცბაიას ემოციური განცახდება კახა კალაძის შესახებ
18-10-2019, 00:18
ვრცლად
საშინელება ! 27 წლის ცნობილი ამერიკელი მოკრივე ნოკაუტის შედეგად რინგზე გარდაიცვალა (ვიდეო)
საშინელება ! 27 წლის ცნობილი ამერიკელი მოკრივე ნოკაუტის შედეგად რინგზე გარდაიცვალა (ვიდეო)
17-10-2019, 23:40
ვრცლად
გოლი, რომელსაც ყოველდღე ვერ ნახავთ! გოლი საკუთარი ნახევრიდან
გოლი, რომელსაც ყოველდღე ვერ ნახავთ! გოლი საკუთარი ნახევრიდან
17-10-2019, 23:19
ვრცლად
პატრიკ დეი გარდაიცვალა
პატრიკ დეი გარდაიცვალა
17-10-2019, 22:58
ვრცლად
ოფიციალურად : მაკგრეგორის დაბრუნების თარიღი და მეტოქე ცნობილია
ოფიციალურად : მაკგრეგორის დაბრუნების თარიღი და მეტოქე ცნობილია
17-10-2019, 17:18
ვრცლად
რონალდუ მადრიდის
რონალდუ მადრიდის "რეალში" ბრუნდება !
17-10-2019, 00:25
ვრცლად
რა ხდება ესპანეთში? სად ჩატარდება ელ კლასიკო?
რა ხდება ესპანეთში? სად ჩატარდება ელ კლასიკო?
16-10-2019, 21:58
ვრცლად
"ეს მხოლოდ ვარსკვლავების ხვედრია"- როგორ შეაფასეს გოგას დებიუტი NBA-ში
16-10-2019, 21:53
ვრცლად
გიორგი ჩაკვეტაძე საფეხბურთო გრანდში გადასვლასთან ახლოსაა
გიორგი ჩაკვეტაძე საფეხბურთო გრანდში გადასვლასთან ახლოსაა
16-10-2019, 19:00
ვრცლად
როგორ გამოიყურება ნეიმარის ყოფილი მეგობარი გოგონა, რომელიც პაპარაცებმა უხერხულ პოზაში დააფიქსირეს
როგორ გამოიყურება ნეიმარის ყოფილი მეგობარი გოგონა, რომელიც პაპარაცებმა უხერხულ პოზაში დააფიქსირეს
16-10-2019, 16:12
ვრცლად
რა ღირს რეკლამა რონალდუსა და მესის ინსტაგრამზე - გასულ წელს კრიშტიანუმ ლეოზე ორჯერ მეტი იშოვა
რა ღირს რეკლამა რონალდუსა და მესის ინსტაგრამზე - გასულ წელს კრიშტიანუმ ლეოზე ორჯერ მეტი იშოვა
16-10-2019, 15:40