10 კლუბი, რომელიც გაკოტრებისგან ფანებმა გადაარჩინეს

10 კლუბი, რომელიც გაკოტრებისგან ფანებმა გადაარჩინეს

0 2019-05-29
10 კლუბი, რომელიც გაკოტრებისგან ფანებმა გადაარჩინეს

1. კაიზერსლაუტერნი, გერმანია

2003/04 წლების სეზონში, თავის გადასარჩენად, კლუბს სტადიონისა და ბაზის გაყიდვა დასჭირდა, აქედან 6 წლის შემდეგ კი, კაიზერსლაუტერნს გულშემატკივრები დაეხმარნენ. ფანებმა საყვარელი კლუბისთვის 6.7 მილიონი ევრო შეაგროვეს და ინვესტორიც მოიძიეს. ამის გამო, ისინი კლუბისგან მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში 5%-იან “ქეშბექს“ იღებდნენ.

სადღეისოდ, კაიზერსლაუტერნის ვალი 20 მილიონი ევროა და გულშემატკივრები ახლაც იგივეს გეგმავენ. ისინი ლუქსემბურგელ ინვესტორს ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ ის მესამე ლიგიდან გავარდნილი გუნდის გამოცოცხლებას შეძლებს.

2. სპეცია, იტალია

კლუბის ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდი 2008 წელს დაიწყო, როცა პრეზიდენტმა ჯუზეპე რუჯერიმ პოსტი დატოვა და მის შემცვლელ კრისტინ კაპულეტს მილიონი ევროს ოდენობის ვალი დაუტოვა. საყვარელი კლუბის გადასარჩენად, ფანებმა ჩამოაყალიბეს ფონდი Lo Spezia Siamo Noi srl (სპეცია - ეს ჩვენ ვართ). მათ 200 ათასი ევრო შეაგროვეს და აქციების 70%-ს დაეუფლნენ. ბევრისთვის მოულოდნელად, აქციების დარჩენილი ნაწილი ფრანჩესკო ტოტიმ და ლუჩანო სპალეტიმ შეიძინეს. 3 სეზონის შემდეგ, სპეცია იტალიის სერია ბ-ში დაბრუნდა, სადაც დღემდე ასპარეზობს.

3. ჰაიდუკი, ხორვატია

2012 წელს, ქალაქ სპლიტის მერიამ ჰაიდუკს 4-მილიონიანი კრედიტის გაცემაზე უარი უთხრა. მძიმე მდგომარეობაში მყოფ კლუბთან საქმის დაჭერა არც რომელიმე ადგილობრივმა ბანკმა ისურვა. ბალკანელი ფანები აბუნტდნენ და მერიასთან მოწყობილი 2-დღიანი პროტესტის შემდეგ, სპლიტის მმართველები დათმობაზე წავიდნენ, რითაც კლუბი გადარჩა.

4. ფეინოორდი, ჰოლანდია



ჰოლანდიის 15-გზის ჩემპიონი 2010 წელს გაკოტრების გამო კინაღამ ქვედა ლიგებში დაქვეითდა. როტერდამელები პსვ-სთან 0:10 დამარცხდნენ, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელი მარიო ბეენი გადადგა. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა ის, რომ კლუბის ვალი 40 მილიონი ევრო იყო. ფანებმა დააარსეს ფონდი - “ფეინოორდის მეგობრები“. ულტრასებთან ერთად, გულშემატკივრებმა 30 მილიონი ევრო მოაგროვეს და აქციების 49%-ს დაეუფლნენ. გარდა ამისა, ფანების ფონდი ფეინოორდის ყოველი ტრანსფერიდან 18%-ს იღებდა.

5.ბოჰემიანსი, ჩეხეთი

2005 წლამდე, 12 წლის განმავლობაში, ამ კლუბმა 8 პრეზიდენტი შეიცვალა, მაგრამ 40-მილიონიან ვალს ვერავინ უშველა. კლუბი ტურნირებზე არ დაუშვეს, რადგან გაკოტრებულად გამოაცხადეს. ფანებმა 3 მილიონი ევრო შეკრიბეს, ინვესტორები მიიყვანეს და საყვარელი კლუბი გადაარჩინეს. მეტიც, მათ ბოჰემიანსის სტადიონი და აკადემიაც შეინარჩუნეს.

6.სერვეტი, შვეიცარია

2002 წელს, ფრანგულმა ტელევიზია Canal +-მა კლუბის აქციების 43.2% გაყიდა. 3 წლის შემდეგ, სერვეტი გაკოტრდა. კლუბში “სოლიდარობის კედელი“ დაიდგა და ფანებს იქ სასურველი რაოდენობის თანხის დატოვება შეეძლოთ. გუნდის გადარჩენაში მონაწილეობა დაახლოებით 4300-მა გულშემატკივარმა მიიღო და სერვეტიც პროფესიონალურ ფეხბურთში დაბრუნდა.

7. რეკრეატივო, ესპანეთი



2016 წელს, ესპანეთის უძველესმა კლუბმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა და დახმარება ითხოვა. რეკრეატივოს გადასარჩენად 1.5 მილიონი ევრო სჭირდებოდა. კლუბის დასახმარებლად არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ მთელი ესპანეთი გაერთიანდა. 2012 წელს, ამავე სცენარით, ფანებმა ოვიედოც გადაარჩინეს. ქველმოქმედებაში მონაწილეობა 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთა შორისაც ხუან მატა, სანტი კასორლა და მიჩუც იყვნენ.

8. პირინი, ბულგარეთი

2011 წელს, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი კლუბის ფანებმა ფულის საშოვნელად სისხლის ჩაბარება დაიწყეს და დაახლოებით 200 ათასი ევრო გამოიმუშავეს. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - გაკოტრებულმა პირინმა არსებობა შეწყვიტა. ნებისმიერ შემთხვევაში, ფანები მაინც კეთილშობილურად მოიქცნენ: მათ არა მხოლოდ კლუბის გადარჩენა სცადეს, არამედ ავადმყოფ ბავშვებსაც დაეხმარნენ. 4 წლის შემდეგ, სოფიის ცსკა-ც “გაბანკროტდა“, მაგრამ კლუბმა ვალებისგან თავის დაღწევა მოახერხა.

9. ჰართსი, შოტლანდია

2012 წელს, ჰართსის გულშემატკივრებს აღელვებდათ ის ფაქტი, რომ კლუბი 30-მილიონიანი ვალის წინაშე იდგა. მათ დააარსეს ასოციაცია - The Foundation of Hearts-ი, რომელსაც სათავეში ბიზნესმენი ენ ბაჯი ჩაუდგა. მისი და გულშემატკივრების წყალობით, ჰართსი გადარჩა და უმაღლეს ლიგაშიც დაბრუნდა. 2015 წელს, ჰართსმა მაისურზე დაიტანა იმ 8000 ფანის სახელი, რომლებმაც კლუბი გაკოტრებისგან იხსნეს.

10. კრილია სოვეტოვი, რუსეთი

2010 წელს, სამარელთა ვალი 7 მილიონ რუბლს შეადგენდა და კლუბს პრემიერ ლიგაში თამაშის უფლებას არ აძლევდნენ. სამარის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა 4 ათასმა გულშემატკივარმა პლაკატები გამოფინა წარწერით: “გადაარჩინეთ კრილია“, “სამარას ფეხბურთი სჭირდება“. მთავრობამ აბუნტებულები დაამშვიდა, კრედიტი გასცა და კრილია სოვეტოვმა რუსეთის პრემიერ ლიგაში ასპარეზობის უფლებაც მიიღო.
шаблоны для dle 11.2
ვრცლად
PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება
PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება
გუშინ, 22:49
ვრცლად
ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?
ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?
19-08-2019, 23:55
ვრცლად
უეფას სტამბოლში დოკუმენტი დარჩა და წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილი ხდება
უეფას სტამბოლში დოკუმენტი დარჩა და წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილი ხდება
19-08-2019, 23:52
ვრცლად
კაზინსმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა
კაზინსმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა
18-08-2019, 16:42
ვრცლად
გუარდიოლასა და აგუეროს დაპირისპირება (ვიდეო)
გუარდიოლასა და აგუეროს დაპირისპირება (ვიდეო)
18-08-2019, 16:40
ვრცლად
ოფიციალურად: კავანი MLS-ში ითამაშებს!
ოფიციალურად: კავანი MLS-ში ითამაშებს!
18-08-2019, 16:38
ვრცლად
ბარსას მორიგი მცდელობა - ნეიმარისთვის ბარსამ ტრანსფერში მორიგი ფეხბურთელი ჩართო
ბარსას მორიგი მცდელობა - ნეიმარისთვის ბარსამ ტრანსფერში მორიგი ფეხბურთელი ჩართო
18-08-2019, 16:34
ვრცლად
რონალდუმ ტრავმა მიიღო
რონალდუმ ტრავმა მიიღო
18-08-2019, 16:31
ვრცლად
ლევან შენგელია: “თბილისის “დინამოდან” მივდივარ”
ლევან შენგელია: “თბილისის “დინამოდან” მივდივარ”
18-08-2019, 13:47
ვრცლად
ერნესტო ვალვერდე: “ბარსელონას” მიზანი ლა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაა”
ერნესტო ვალვერდე: “ბარსელონას” მიზანი ლა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაა”
18-08-2019, 13:44
ვრცლად
მანეს ფენომენალური შედეგი - ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში
მანეს ფენომენალური შედეგი - ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში
18-08-2019, 13:41
ვრცლად
ზიდანი: „ბეილი? ის რჩება“
ზიდანი: „ბეილი? ის რჩება“
18-08-2019, 13:39
ვრცლად
818-დღიანი პაუზის შემდეგ: რეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბარსელონას უსწრებს
818-დღიანი პაუზის შემდეგ: რეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბარსელონას უსწრებს
18-08-2019, 13:38
ვრცლად
ედენ აზარი ტრავმირებულია
ედენ აზარი ტრავმირებულია
17-08-2019, 02:39
ვრცლად
ადურისმა “ბარსელონას” საოცარი გოლი გაუტანა და “ატლეტიკს” მოგებინა (ვიდეო)
ადურისმა “ბარსელონას” საოცარი გოლი გაუტანა და “ატლეტიკს” მოგებინა (ვიდეო)
17-08-2019, 02:35