"ტორპედოს" ფანებმა ლევან კობიაშვილს უპასუხეს

"ტორპედოს" ფანებმა ლევან კობიაშვილს უპასუხეს

0 2019-05-21
ტორპედოს გულშემატკივრების ერთ-ერთმა გვერდმა we are torpedo ჩვენ ვართ ტორპედო, ლევან კობიაშვილის ტორპედოზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მან „ტორპედოს“ ფინანსურ კრიზისზეც ისაუბრა.

უპირველეს რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ „ტორპედოს“ მხარს მხოლოდ ტრიბუნაზე არ ვუჭერთ. ჩვენი წევრების უმეტესი ნაწილი ჩართულია კლუბის ყოველდღიურობაში - ვესწრებით თითქმის ყველა ვარჯიშს, გვაქვს უშუალო კომუნიკაცია როგორც მწვრთნელებთან და კლუბის ხელმძღვანელ პირებთან, ისე ფეხბურთელებთანაც, შესაბამისად, ვხედავთ რეალობას!

ყველაზე კარგად ვხედავთ, თუ რამხელა შრომას დებს სამწვრთნელო შტაბი იმისთვის, რომ „ტორპედო“ წარმატებული კლუბი იყოს. ვხედავთ, მიუხედავად არაერთი პრობლემისა და უფულობისა, როგორი მონდომებით გამოდიან ფეხბურთელები ჯერ ვარჯიშზე, შემდეგ - თამაშზე. ვხედავთ იმას, რაც, სამწუხაროდ, ვერ ან არ დაინახა ლევან კობიაშვილმა!

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გუნდისთვის სრული მხარდაჭერა გამოეხატა, შეურაცხმყოფა მიაყენა სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს. მისი თქმით, გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის მიერ გაკეთებული კომენტარი სრული უაზრობა იყო... ეს კი ჩვენთვის, „ტორპედოს“ ერთგული ფანებისთვის, მიუღებელი ტონია, ისევე, როგორც ფეხბურთელების მისამართით „ნასროლი ფრაზები“. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ინტერესების დამცველი უნდა იყოს, ვერ ავიტანთ მსგავს რეპლიკას. ვერ ავიტანთ მსგავს ბრალდებებს იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენთვის ყოველდღიურად ბევრ ოფლს ღვრის.

აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ლევან კობიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც „ტორპედოს“ ფანებმა ფინანსური კრიზისის დროს დახმარების თხოვნით მივმართეთ. ის დახმარებას დაგვპირდა, თუმცა ამის ნაცვლად მისგან ჩვენი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები მოვისმინეთ, თანაც - საჯაროდ, რასაც ვერავის ვაპატიებთ!

აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადოს კლუბის უკლებლივ ყველა იმ წევრს, ვინც „ტორპედოს“ არსებობისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. ბოდიში მოუხადოს ადამიანებს, რომლებიც გაჭირვების დროს სხვებივით მატჩის გარიგებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ გადიან და მოედანზე სულსა და გულს დებენ. გადიან მოედანზე და ჩვენთვის თამაშობენ, იგებენ! იმ შემთხვევაში, თუ ლევან კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის,  მაშინ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ!шаблоны для dle 11.2
ვრცლად
PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება
PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება
21-08-2019, 22:49
ვრცლად
ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?
ევროპა ლიგის ნაყოფი – ვინ უნდა გამოიძახოს ვაისმა ნაკრებში?
19-08-2019, 23:55
ვრცლად
უეფას სტამბოლში დოკუმენტი დარჩა და წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილი ხდება
უეფას სტამბოლში დოკუმენტი დარჩა და წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილი ხდება
19-08-2019, 23:52
ვრცლად
კაზინსმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა
კაზინსმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა
18-08-2019, 16:42
ვრცლად
გუარდიოლასა და აგუეროს დაპირისპირება (ვიდეო)
გუარდიოლასა და აგუეროს დაპირისპირება (ვიდეო)
18-08-2019, 16:40
ვრცლად
ოფიციალურად: კავანი MLS-ში ითამაშებს!
ოფიციალურად: კავანი MLS-ში ითამაშებს!
18-08-2019, 16:38
ვრცლად
ბარსას მორიგი მცდელობა - ნეიმარისთვის ბარსამ ტრანსფერში მორიგი ფეხბურთელი ჩართო
ბარსას მორიგი მცდელობა - ნეიმარისთვის ბარსამ ტრანსფერში მორიგი ფეხბურთელი ჩართო
18-08-2019, 16:34
ვრცლად
რონალდუმ ტრავმა მიიღო
რონალდუმ ტრავმა მიიღო
18-08-2019, 16:31
ვრცლად
ლევან შენგელია: “თბილისის “დინამოდან” მივდივარ”
ლევან შენგელია: “თბილისის “დინამოდან” მივდივარ”
18-08-2019, 13:47
ვრცლად
ერნესტო ვალვერდე: “ბარსელონას” მიზანი ლა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაა”
ერნესტო ვალვერდე: “ბარსელონას” მიზანი ლა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაა”
18-08-2019, 13:44
ვრცლად
მანეს ფენომენალური შედეგი - ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში
მანეს ფენომენალური შედეგი - ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში
18-08-2019, 13:41
ვრცლად
ზიდანი: „ბეილი? ის რჩება“
ზიდანი: „ბეილი? ის რჩება“
18-08-2019, 13:39
ვრცლად
818-დღიანი პაუზის შემდეგ: რეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბარსელონას უსწრებს
818-დღიანი პაუზის შემდეგ: რეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბარსელონას უსწრებს
18-08-2019, 13:38
ვრცლად
ედენ აზარი ტრავმირებულია
ედენ აზარი ტრავმირებულია
17-08-2019, 02:39
ვრცლად
ადურისმა “ბარსელონას” საოცარი გოლი გაუტანა და “ატლეტიკს” მოგებინა (ვიდეო)
ადურისმა “ბარსელონას” საოცარი გოლი გაუტანა და “ატლეტიკს” მოგებინა (ვიდეო)
17-08-2019, 02:35