ბარსელონამ დაადასტურა, რომ ურუგვაელ შემტევს მარჯვენა მუხლზე მედიალური მენისკის დაზიანება აქვს და ოპერაცია ესაჭიროება.
32 წლის ლუის სუარესმა მორიგი პროფილური სეზონი ჩაატარა ბარსელონას რიგებში - 49 მატჩში გაიტანა 25 გოლი და ლა ლიგის ტიტულიც მოიგო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციას ექიმი კუგატი და კლუბის სამედიცინო პერსონალის ექიმები ჩაატარებენ.
ოპერაციის შემდეგ გაირკვევა რამდენი გაუცდება სუარესს, თუმცა დიდი ალბათობით, 25 მაისს კოპა დელ რეის ფინალში ვალენსიას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
шаблоны для dle 11.2